Loading...
Close
27 მაისი 2018 11:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
გამოქვეყნების დრო – 11 იანვარი 2018 16:12

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, მინისტრები, პარლამენტის, საკრებულოს წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები. პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. სიონის ტაძარში პატრიარქის სამძიმრის წერილიც წაიკითხეს.

პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარიამ ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს. ის გახლდათ ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000“.

მას გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

იხილეთ: თსუ-ში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge