Loading...
Close
27 მაისი 2018 11:30
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
გამოქვეყნების დრო – 12 იანვარი 2018 11:14
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სმაინისტრო ბიზნესისთვის იწყებს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას. როგორც მან სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად მომდევნო კვირის ორშაბათიდან ხდება დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმზე დაბრუნების პროცედურა.

“ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობა და დადებითი შედეგები. ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას აკმაყოფილებენ ყველა ძირითად პარამეტრს, მათ საქართველოს ფინასთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების 5 დღიან ვადას. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო, ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ფინანსთა სამინისტრი სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14 დღიან პერიოდში და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას იმ პერიოდში რაც მათ ეკუთვნით. დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ. ბიზნესს არ ექნება ბიუროკრატიასთან შეხება. უკვე მზადდება ცვლილებები შესაბამის კანოქვემდებარე აქტებში, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული რეფორმის დაწყებას და მოუწოდებს ბიზნესს მაქსიმალურად ჩაერთოს აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში”,- განაცხადა ბახტაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge