Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:27
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
დეკანოზი - მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია
გამოქვეყნების დრო – 12 იანვარი 2018 14:54

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, ნარკოპოლიტიკის თემაზე მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები „ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან. კიკეთის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს გაკეთებული.

“ჩვენ განვიხილეთ ეს კანონპროექტი ძალიან დაწვრილებით და აღმოვაჩინეთ საშიში აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმები არის განსაზღვრული ნარკოგამსაღებლებზე. ეს არის ყველაზე საშიში, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში და მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.

ეკლესიისგან ასეთი პოზიცია არ უნდა გვიკვირდეს. ეკლესია ცდილობს მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი ამ სახით წაახალისებს. დეპუტატებს შეუძლიათ გაითვალისწინონ საპატრიარქოს პოზიცია და შეუძლიათ არ გაითვალისწინონ”, – განაცხადა დეკანოზმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

იხილეთ: საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge