Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკის თემაზე არასამთავრობო სექტორის ნაწილი პარლამენტზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს
გამოქვეყნების დრო – 12 იანვარი 2018 15:32

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილი გარკვეულ ზეწოლას ახდენს საკანონმდებლო ორგანოზე და ეს არ არის სწორი.

“წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს მაღალ რისკებს, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანაში გაიზარდოს მომხმარებელთა რიცხვი და შესაბამისად, გაიზარდოს კრიმინალი. მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის და ამ მასშტაბის კანონპროექტი, რომელიც ეხება არა მხოლოდ ნარკომომხმარებლებს, არამედ საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ნარკოტიკებს არ მოიხმარს, სისტემურად უნდა იქნას განხილული. კერძოდ, უნდა განიხილებოდეს საზოგადოების სხვადასხვა წრეებშიც და უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება პირველ რიგში კომიტეტში, რა თქმა უნდა უმრავლესობაში. მნიშვნელოვანია ასევე სამთავრობო პასუხისმგებელი უწყებების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყველა თანხმდება, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო არ უნდა დაიჭირონ, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში ნარკოტიკები არ უნდა გავრცელდეს. უნდა იქნას შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები, შესაბამისი დეფინიციები, ასევე დოზები დაზუსტებული, რომ არ მოხდეს არასწორი დოზირებით გავრცელების წახალისება, საჯარიმო სახდელები უნდა იყოს ადეკვატური. ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა, რომ შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები, ფიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრები და ჯანდაცვის შესაბამისი პროგრამები საჭიროებს ფინანსურ რესურსს. ამ ყველაფრის დახვეწა, შეთანხმება და სამართლებრივი რეგულაციების დაზუსტება იქნება იმის საფუძველი, რომ ჩვენ მივიღებთ სწორ ნარკოპოლიტიკას. ამის შემდეგ იქნება უპრიანი, რომ პარლამენტში მოხდეს კანონპროექტის განხილვა. თუ არ მოხდება პოზიციების შეჯერება, მაშინ ამ ფორმით და ასე ნაჩქარევად და დაუბალანსებლად კანონპროექტის განხილვა არ უნდა მოხდეს.

საპატრიარქო არ შესულა კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაში, მაგრამ სახეზეა ის, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელთა დაინტერესებაც, ვფიქრობ, აშკარად არის, გარკვეულ ზეწოლას ახდენს საკანონმდებლო ორგანოზე და ეს არ არის სწორი. უნდა მოხდეს ყველა სეგმენტში განხილვა კანონპროექტის, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება უნდა მოხდეს კანონმდებლებს შორის, ასევე სამთავრობო პასუხისმგებელ უწყებებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონპროექტი იქნება მაღალი რისკების შემცველი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დეკანოზი - მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge