Loading...
Close
23 მაისი 2018 09:17
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე 'საქართველო რუსეთის წინააღმდეგ' ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
სამართალი
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
გამოქვეყნების დრო – 17 იანვარი 2018 12:48

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგაშო კრიმინოგენული ვითარებაა. მისი თქმით, საჭიროა პოლიციის გააქტიურება.

„ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა - გაუაზრებელი ამნისტიით, პოლიციის დემორალიზებით და „კანონიერი ქურდების“ წახალისებით ძირი გამოუთხარა ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას და თუ არ გადაიდგა დროული ნაბიჯები, ჩვენ მივიღებთ უკონტროლო მდგომარეობას.

2018 წელს პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ მორიგი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, დაჭრა-დასახიჩრების, ყაჩაღობისა თუ სხვა შემთხვევების შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გახდა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენი ყოველდღიურობა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო და მძიმე ვითარებას. ამას ვერ უშველის ვერც წინასაახალწლო რეიდები, ვერც სტატისტიკის გაყალბება. ეს არის ვითარება, რომელსაც სჭირდება პირველ რიგში აღიარება, პრობლემის დაფიქსირება და სერიოზული ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაცვლელად. საჭიროა პოლიციის დემორალიზების ნაცვლად მისი გააქტიურება და საკანონმდებლო ნაბიჯების დაგეგმვა. საზოგადოების დაკვეთა გახლავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა და საზოგადოება გაგებით არ და ვერ მოეკიდება საგანგაშო კრიმინალის ზრდას. არ მინდა სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება მოვახდინო, ან პანიკის საფუძველი შევქმნა, უბრალოდ ამ მდგომარეობას თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო გაუარესებულ ვითარებას“, - განაცხადა კახიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge