Loading...
Close
23 ივნისი 2018 13:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
კონფლიქტები
დე ფაქტო პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა
გამოქვეყნების დრო – 17 იანვარი 2018 15:40

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. ე.წ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ის სოფელ არცევის მკვიდრი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია.

„მარეკ დუდაევის მკვლელობის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლებით აღძრა. მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია დანაშაულის ყველა გარემოებისა და კაზიევის ადგილსამყოფელის დასადგენად და შემდგომ მის დასაკავებლად“, – განაცხადეს ე.წ. გენერალურ პროკურატურაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. მას სამი ტყვია ესროლეს. მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წელს რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

2005 წელს მას თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამინისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge