Loading...
Close
19 თებერვალი 2018 02:13
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რითაც შემოსავალი დაკარგა
ეკონომიკა
ხელშეწყობა მცირე ბიზნესს - ვის და რა ფორმით შეეხება შეღავათები
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'გურამ დონაძე გვაშანტაჟებს' - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება ბუტა რობაქიძის საქმეზე
'სანამ ქართველი ერი არ აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და სანამ არ მოინანიებს...'
გახსნილი დანაშაულებები საქართველოში და საზღვარგარეთ - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ჯანდაცვა/მედიცინა
გამყრელიძე - ვაქცინამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანი, 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია არ მოუგონიათ
გამოქვეყნების დრო – 17 იანვარი 2018 17:47


დაავადებათა კონტროლის ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისივე თქმით, საუბარია 2015 წელს შემოტანილ ცოფის ვაქცინაზე და არა იმ გეგმური ვაქცინაციაზე, რომელიც ბავშვებს უკეთდებათ.


”გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც ეხებოდა იმუნიზაციის პროცესს. ის, რაც პუბლიკაციაში წერია, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის, გუშინწინ გაიმართა სხდომა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს აუდიტის სამსახურს ჩვენი პოზიცია. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კოტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და იყო დაპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია საზოგადოებას ჯერ არ მოუგონია, რამაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომლის თქმითაც, აუდიტის სამსახურის პუბლიკაციაში არ იყო განმარტებული, რომ საუბარი იყო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და არა სხვა აცრებზე, რომლებიც კეთდება კალენდრის მიხედვით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ ''შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით”.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გამყრელიძე - ეს ვაქცინა გამოიყენებოდა 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
18 თებერვალი 2018 19:01
რელიგია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge