Loading...
Close
19 თებერვალი 2018 02:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რითაც შემოსავალი დაკარგა
ეკონომიკა
ხელშეწყობა მცირე ბიზნესს - ვის და რა ფორმით შეეხება შეღავათები
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'გურამ დონაძე გვაშანტაჟებს' - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება ბუტა რობაქიძის საქმეზე
'სანამ ქართველი ერი არ აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და სანამ არ მოინანიებს...'
გახსნილი დანაშაულებები საქართველოში და საზღვარგარეთ - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ჯანდაცვა/მედიცინა
გამყრელიძე - ეს ვაქცინა გამოიყენებოდა 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
გამოქვეყნების დრო – 17 იანვარი 2018 18:07

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა რომელზეც აუდიტის სამსახურის საუბრობს, 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ქართული საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს.

„თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა, ჯერჯერობით მედიცინა ამ დაავადების წინააღმდეგ უძლურია. ერთადერთი, ეს დაავადება იმართება ვაქცინების მეშვეობით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის არის ის, რომ არც ერთი წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა. უმჯობესდება ქვეყანაში ვაქცინები მთლიანად და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო. ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული როგორც ვაქცინის შემოტანიდან, ისე ვაქცინის ამოღებამდე პროცესში. 2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია და მოგეხსენებათ, რომ პრეკვალიფიკაცია არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი თამასა ვაქცინის და საერთოდ მედიკამენტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მისი ამოღება, როდესაც ის გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის დატოვება ვაქცინის გარეშე წარმოუდგენელია. მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება ადამიანისთვის სასიკვდილო გამოდგეს. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ და ვერ დაუშვებდა, ამიტომაც გამოთხოვიდან, დაახლოებით თვენახევარში დაავადებათ კონტროლის ცენტრმა უზრუნველყო ამ ვაქცინის ჩანაცვლება (რადგან ეს იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და არა იმპერატიული განცხადება) ახალი ვაქცინით და 2016 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ვაქცინის ერთი წლის განმავლობაში და მეტი გამოყენების პერიოდში არც ერთი გვერდითი მოქმედება ან გართულება არ დაფიქსირებულია. მათ შორის, 2015 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გაქვს. როდესაც სამწუხაროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 10-15, პიკი იყო 21 ცოფის შემთხვევა ქვეყანაში 1996-1997 წლებში და შემდეგ ყოველწლიურად იყო 3-4-5 შემთხვევა ცოფისა. 2015 წლიდან ცოფის არც ერთი შემთხვევა ქვეყანაში არ არის და სწორედ ეს გახლავთ ერთ- ერთი უდიდესი დამსახურება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გამართვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ ”შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით”.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გამყრელიძე - ვაქცინამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანი, 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია არ მოუგონიათ
18 თებერვალი 2018 19:01
რელიგია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge