Loading...
Close
15 აგვისტო 2018 23:10
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ჯანდაცვა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
18 იანვარი 2018 18:12


სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი განცხადებით, ვაქცინის თაობაზე გავრცელებული იფორმაციიდან, არცერთი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს.

დავით სერგეენკოს განმარტებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქციებზე ჯანდაცვის სამინისტროს შეეძლო შეეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება, სანამ ახალი არ შემოვიდოდა, თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა

„გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა, მისი არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინაზე. არავითარ შემთხვევაში! ეს მსჯელობა იყო მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვება, არ იყო რეგისტრირებული და საერთოდ არალეგალური იყო, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ჩვეულებრივად რეგისტრირებული 2015 წელს. ინფორმაცია, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას - არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. ჩვეულებრივად ვაქცინის ან ნებისმიერი მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე. ერთი ის, რომ საკუთრივ რეგისტრაცია ხდება. ამაზე უფრო მაღალი დონე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის კიდევ უფრო მაღალი თამასა.

ყველა ვაქცინა, რომელზც პრეკვალიფიკაციას მოხსნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს.

ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, რომ ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, ამას დასჭირდებოდა დაახლოებით თვენახევარი და ამ პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ ცოფით გარდაიცვლებოდა რამდენიმე ადამიანი ან გაგვეგრძელებინა არსებული ვაქცინაცია, ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დასჭირდა 5 კვირა და 20 მარტიდან ვაქცინაციას ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდელ პერიოდშიც, არც ერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია და უფრო მეტიც - ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არც ერთი ადამიანი, არ გარდაცვლილა ცოფით და სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. მინდა ვთხოვო მედიას, რომ როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, გზავნილები იყოს ძალიან მოზომილი. არ მინდა მენტორულად აგიხსნათ, თუ როგორ შეასრულოთ თქვენი სამუშაო, უბრალოდ ერთ მაგალითს გეტყვით – როდესაც 2004-2005 წლებში საქართველოში იყო „წითელას“ აფეთქება, იყო არაიმუნიზირებული ფენა, რომელსაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა აცრა. მაშინ სახელმწიფომ გადაწყვიტა მასობრივი ვაქცინაცია, თუმცა, მხოლოდ ერთმა სიუჟეტმა, რომელიც გავიდა მაშინდელ მედიაში და რომელიც ემსახურებოდა იმუნიზაციის დისკრედიტაციას, საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი. შედეგად მივიღეთ წითელას აფეთქება. როდესაც 15 ათასი ადამიანი დასნებოვდა და მათგან 4 გარდაიცვალა. ასე რომ, იმუნიზაცია და ვაქცინაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ერთადერთი ქმედითი საშუალებაა გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო და ეფექტური და იცავს დაავადებებისგან და ის ვაქცინები, რომელიც დღეს არის საქართველოში, არის მაღალი ხარისხის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი