Loading...
Close
15 აგვისტო 2018 23:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
მოსამართლე უარყოფს ინფორმაციას, რომ 'ბასიანის' საქმეზე მასზე ზეწოლა განხორციელდა
20 იანვარი 2018 16:53

კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე პირველ ინსტანციაში, ბადრი შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ სრულიად დამოუკიდებლად მიიღო.

"მე შევაფასე, რომ ეს ადამიანი - თამაზ ქვლივიძე აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თუმცა მას ჰქონდა უფლება არ დათანხმებოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი რიგითი საქმე იყო ჩემს პრაქტიკაში", - განაცხადა შონიამ.

მოსამართლე შონია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას ოდესმე რომელიმე პოლიტიკურ პირთან რაიმე კომუნიკაცია ჰქონოდა. ბადრი შონიას განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში არ იყო ფოტო, რომელიც დაცვის უფროსის დაზიანებას ასახავდა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი