Loading...
Close
18 იანვარი 2019 08:37
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
პირი, რომელიც გლდანში პოლიციელებს გაექცათ, დაკავებულია
21 იანვარი 2018 11:40

სამართალდამცველებმა ის პირი დააკავეს, რომელმაც 15 იანვარს გლდანში, პოლიციის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.კ თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1991 წელს დაბადებული შ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

''მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს.

15 იანვარს, შ.კ. არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება ყაჩაღობის და პოლიციელზე თავდასხმას ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აცხადებენ შსს-ში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
4 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე
დავით ბაქრაძე - დღეს დავარეგისტრირებთ დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია
სახალხო დამცველი - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა
მოსამართლეების შერჩევის პრინციპთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს მიმართეს
მედიკო მარგოშვილი - ხალხში რომ გავდივარ მიყურებენ როგორც ტერორისტის დედას - სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა!

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი