Loading...
Close
24 თებერვალი 2018 03:54
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
აფგან მუხთარლი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, ბირჟა მაფია, 'რუსთავი 2', ლგბტ პირთა საქმე - Amnesty International-ის ანგარიში
დღის თემა
ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი - 'აწარმოე საქართველოში' ფარგლებში დამტკიცებული პროექტებით 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ '112'-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
ოთარ კახიძე - იარაღის ტარების უფლება ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს
'მოვკლა?' - გიორგი მარგველაშვილმა სიტყვის გამოსვლისას აზიური ფაროსანა იპოვა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
სამართალი
'ენმ'-ის პოლიტსაბჭოს წევრზე ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებულს გირაო შეეფარდა
გამოქვეყნების დრო – 21 იანვარი 2018 16:06

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის უზრუნველყოფით, 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულმა თანხა 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, მანამდე კი შ.ი პატიმრობაში დარჩება.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, ა.კ.-ს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა დიდი ხნის ნაცნობმა და მეზობელმა ი.რ.-მ. ხსენებული პირები ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ს. ცინცაძის ქუჩაზე, რა დროსაც ი.რ.-ს ახლდა მეგობარი შ.ი. შეხვედრისას ი.რ.-მ ა.კ.-ს უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა 600 ლარის ოდენობით და სთხოვა დახმარება, თუმცა ა.კ.-მ განუმარტა, რომ ხსენებული თანხა არ გააჩნდა.

''ამის შემდეგ ი.რ.-მ ა.კ.-ს სთხოვა სწრაფი ონლაინ სესხის გაკეთება, ან მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება, რაზედაც ა.კ.-მ კვლავ უარი განუცხადა. ა.კ.-ს მხრიდან უარის მიღების შემდეგ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს კატეგორიულად მოსთხოვა დახმარებოდა ი.რ.-ს, თუმცა მორიგი უარის შემდეგ შ.ი.-მ მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ა.კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობის შეფარდებას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge