Loading...
Close
18 იანვარი 2019 08:22
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
22 იანვარი 2018 12:18

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, სადაც ნარკოპოლიტიკის საკითხზე მსჯელობენ განაცხადა, რომ პროცესის გადაწყვეტისთვის დროის ხარჯვა მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხმარება.

“ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება. აქ ჩვენ რეალურად ვხედავთ რისკებს. ვთვლით, რომ ეს მიმართულება არის ის მიმართულება, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს გასამკაცრებელი. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნაკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული რამეთუ, ეს არ უნდა იყოს პროვოცირება წახალისების მოხმარებისა. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი ამოცანა ნარკოპოლიტიკის უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა და რეაბილიტაცია.

ჩვენ გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა არის კომპლექსური საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს ძირითადი ამოცანა არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი მომხმარებლების არგაჩენა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც აღკვეთს წახალისებას, ვთვლით, რომ ამასთან ერთად ნაკორიტების შეძენა-შენახვა მოხმარების მიმართულებით არსებობს გარკვეული რეზერვი, რომ სახელმწიფოს მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური. ისევე როგორც იმ მიმართულებით, რასაც შემოწმებების ფორმები ჰქვია. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენი მიზანი ამ ფორმატის განახლების და დროში სრწაფი გადწყვეტილების მიღების კომპლექსური ნარკოპოლიტიკაა. გვესმის, რომ შსს-ს თუნდაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლით ვერაფერს გახდება, თუ ყველა სხვა მიმართულებებით, ოთხი სვეტის მიმართულებით კომპლექსური მიდგომა არ იქნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე. ვთვლით, რომ ვიდრე არ გვექნება აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა ყველა სხვა მიმართულებაზე, პრევენციაზე, რეაბილიტაციისა და სხვა მიმართულებით, არ გვექნება კონკრეტული გეგმა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ჰუმანური მიდგომა არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი წახალისების. ვთვლით, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონდებლო ცვლილებებს, აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს ყველა სხვა მიმართულებით, რას ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რის შემდეგაც სხვანაირად ვერ შევაფასებთ მიღებული გადაწყვეტილებებს, საკანონდებლო ცვლილებების ეფექტურობას და შევალთ საკმაოდ მძიმე რისკებში.

გვინდა, დავიცვათ ბალანსი, რომ ჩვენი ნარკოპოლიტიკის ჰუმანური მიდგომები არ გახდეს წახალისების მაპროვოცირებელი და გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გეგმა ოთხივე სვეტის მიმართულებით, რას ვაკეთებთ, რა პერიდოში”, – განაცხადა შს მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თეა წულუკიანი - 2013 წელს დაიწყო დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება, რაც წელს ლოგიკურ დასასრულამდე მივა
მთავარი თემა

'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
4 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე
დავით ბაქრაძე - დღეს დავარეგისტრირებთ დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია
სახალხო დამცველი - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა
მოსამართლეების შერჩევის პრინციპთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს მიმართეს
მედიკო მარგოშვილი - ხალხში რომ გავდივარ მიყურებენ როგორც ტერორისტის დედას - სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა!

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი