Loading...
Close
22 ივნისი 2018 22:52
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
განათლება
მიხეილ ჩხენკელი - ტექნოლოგიები განათლების ყველა დონეზე დაინერგება
გამოქვეყნების დრო – 23 იანვარი 2018 12:49

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სხვადასხვა ქვეყნების განათლების მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს. ჩხენკელი სხვადასხვა ქვეყნების კოლეგებთან, განათლების ექსპერტებთან და მსოფლიოში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მიხეილ ჩხენკელი ამჯერად მსოფლიო ბრენდის, HP-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ისაუბრეს სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების სრული ინტეგრაციის უპირატესობაზე.

ორმხრივ შეხვედრაზე, HP-ის წარმომადგენლებმა ელექტრონული სასკოლო ბიბლიოთეკების ახალ როლზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის დახმარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსწავლეთა ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის ლიტერატურაზე.

HP-ის წარმომადგენლები მზად არიან რეკომენდაცია გაუწიონ ქართულ მხარეს სკოლებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის სისტემის აწყობის პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პროფესიულ განათლებაში დანერგვას, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა პროფესიის დაუფლება შესაძლებელი იქნება ვირტუალური სავარჯიშოების და პრაქტიკის დახმარებით.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge