Loading...
Close
21 თებერვალი 2018 07:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი - რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი - საგადასახადო ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ '112'-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
ოთარ კახიძე - იარაღის ტარების უფლება ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს
თეა წულუკიანი ანა სუბელიანს და თამაზ ახობაძეს - თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ჰოროსკოპი
რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში
გამოქვეყნების დრო – 23 იანვარი 2018 13:52

რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში - პლანეტები ამ ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებიან.


ვერძი

ვერძებს აქტიური და დაუოკებელი ხასიათი აქვთ. პლანეტებმა მათ ტექნიკაში გარკვევის ნიჭი უბოძეს. თუ ისწავლიან, მათთვის ძრავის დაშლა-აწყობა სირთულეს არ წარმოადგენს. ისინი თავისი ბუნებით მრბოლელები არიან - სწრაფი სიარული, სიჩქარის გრძნობა, თავში კი - ქარი. მათ ბედნიერს გახდის ახალი გზების დაპყრობა, გამარჯვება, რომელიც აზარტს აღვიძებს, ლამაზი ავტომობილები და მაყურებლის სიყვარული.

კურო

კუროებს საკუთარი სიმართლის დამტკიცება უყვართ, გვაოცებენ სულის სიმტკიცით. მათ ვერანაირი სირთულე ვერ მოდრეკს. ყველაზე ზრუნავენ გარშემო. მათი წარმატებები და იღბალი ხშირად ნამდვილად გასაოცარია. ასტროლოგები დარწმუნებული არიან, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები დაბადებით პოლიტიკოსები არიან. მათ შეუძლიათ მიაღწიონ წონასწორობას, სამართლიანობას ქვეყანაში.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს შესაშური გონება და ინტელექტი აქვთ, ამასთან, უსაზღვროდ ენამჭევრნი არიან. ბუნებამ მათ სხვების დარწმუნების ნიჭი უბოძა. ტყუპებს ათასი ჩანაფიქრი აქვთ და ნამდვილად შეუძლიათ, იყვნენ ფარული აგენტები; პენსიაზე გასვლის შემდეგ უნდა წერონ მემუარები, რომლებიც ნამდვილად დეტექტივების ტოპებში აღმოჩნდება

კირჩხიბი

კირჩხიბებს თავის გარშემო ადამიანების შემოკრება უყვართ, ყველაზე ზრუნვა მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ბუნებამ ისინი ოჯახური კერის შექმნის ნიჭით დააჯილდოვა. კირჩხიბებს შეუძლიათ გახსნან ცხოველთა თავშესაფარი, ან იშვილონ მთელი ბავშვთა „პოლკი“ – ისინი დიდი სიამოვნებით იზრუნებენ მათზე.

ლომი

ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ და მზად არიან, უზარმაზარ დიდებას „დაუზავდნენ“. მშვენივრად შეუძლიათ, თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ და თუ საჭიროა, თვალში ნაცარიც შეაყარონ. მათ იციან საიდუმლო, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ სხვებზე უკეთ. ლომები – მოწოდებით მსახიობები არიან, შოუმენები, დიჯეები. მათ ცეცხლის სტიქია კვებავს.

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნის მაგიურ შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იტაცებთ ყველაფერი მისტიკური და ფარული, და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს გატაცება წარმატებული შედეგებითაც სრულდება. ანალიტიკური გონების წყალობით, პრაქტიკულად, ყველაფრის გაგება შეუძლიათ. ქალწულები დაბადებით ექსტრასენსორიკისადმი განწყობილი მკურნალები, ექიმბაშები არიან. მათგან შესანიშნავი ექიმები და დეტექტივები გამოვლენ.

სასწორი

სასწორებს გარშემო ჰარმონიის შექმნა შეუძლიათ. ვენერამ ისინი სიფაქიზითა და მელოდიურობით დააჯილდოვა. თავის რეალიზება კარგად გამოსდით მუსიკასა და პოეზიაში. შეუძლიათ შექმნან სიმფონია, რომელიც სამყაროს დაიპყრობს და საუკუნეებს შემორჩება. ესთეტიკური გემოვნება და გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ლექსების შეთხზვის უნარში ვლინდება და მათი პოეტური ქმნილებები ასევე საუკუნეებს გაუძლებს.


მორიელი

ექსტრემალური და არაერთმნიშვნელოვანი მორიელები ამშვენებენ სამყაროს; ამაში მათ თილისმები ეხმარება. მათი მიზანში სწორად გარტყმული და შავი იუმორი მოსწონს ხალხს. მათ შეუძლიათ ისეთი სახით დაცინვა, რომ მგრძნობიარე ადამიანის გულს ცუდად არ მოხვდება. ისინი დაბადებით იუმორისტები არიან. მორიელები კომედიური ჟანრის კარგი მსახიობები ან შოუმენები იქნებიან.

მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ცნობისმოყვარე სტრატეგები არიან. პლანეტებმა ისინი ინფორმაციის სწრაფი ათვისებისა და ადამიანებისთვის სწავლების უნარით დააჯილდოვა. მშვილდოსნები მზად არიან, უამრავი კითხვა მოგაყარონ, სანამ მთელ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას არ წაიღებენ. ბუნებით ისინი მასწავლებლები, პროფესორები ან ფილოსოფოსები არიან. მათ აქვთ ახსნა–განარტებისა და საჭირო სიტყვების მოძებნის უნარი – ერუდიტები არიან.

თხის რქა

თხის რქებს ნებისმიერი წამოწყება ბოლომდე მიჰყავთ. ეს დედამიწის ნიშანია, რომელსაც, რა საქმესაც არ უნდა მოეჭიდოს, სრულყოფამდე მიჰყავს. თხის რქების სახით ბუნებამ რევოლუციონერები და ლიდერები გვიბოძა. ამ ადამიანებს მეცნიერებების შეცნობის ნიჭი და ძალაუფლების სურვილი ახასიათებთ და შეუძლიათ, თან ათასობით ადამიანი გაიყოლონ. ამ შანსებს კი მოხერხებულობა, საზრიანობა და გამჭრიახი გონება ზრდის.

მერწყული

მერწყულები დროს ფეხს ვერ უწყობენ. უყვართ თავისუფალი აზროვნება და ადამიანების,მხრიდან აღიარება. ისინი თავს კომფორტულად იგრძნობენ, თუ ზურგს გაუმაგრებენ და მათ ყოველ წამოწყებას მხარს აუბამენ. მერწყულები შესანიშნავი გამომგონებლები არიან. სურვილი, რომ არ ჰგავდნენ სხვებს, ახლის ძიების წყურვილი ამ ნიშნის წარმომადგენლებს აღმშენებლობისკენ უბიძგებს.

თევზები

თევზები იმდენად მწვავედ გრძნობენ სხვა ადამიანებს ემოციებს, რომ ორჭოფობის გარეშე მზად არიან, გაუმკლავდნენ ნეგატიურ აზროვნებას, გაუწოდონ დახმარების ხელი და სწორ გზაზე დააყენონ. ამიტომ მათ რჩევებს ბევრი უგდებს ყურს. შეუძლიათ ცუდი ემოციებისგან გათავისუფლება. ბუნებამ ისინი დააჯილდოვა შესაძლებლობით, გახდნენ უმაღლესი კლასის ფსიქიატრები ან მედიუმები. მათ შეუძლიათ თანაგრძნობა და დახმარება რთულ ვითარებებში. თევზებისგან, თუ ამის სურვილი ექნებათ, შესანიშნავი მღვდლები გამოდიან.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge