Loading...
Close
21 თებერვალი 2018 07:07
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი - რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი - საგადასახადო ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ '112'-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
ოთარ კახიძე - იარაღის ტარების უფლება ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს
თეა წულუკიანი ანა სუბელიანს და თამაზ ახობაძეს - თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
გარემო
მთავრობა ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმას იწყებს
გამოქვეყნების დრო – 25 იანვარი 2018 11:01

ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

„ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას, ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურ გამოყენებას ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოს დაცვითი ასპექტების, ასევე სხვა საკითხების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მიმართულების. ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით. შემდეგი ეტაპი იქნება, რომ საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის მაღალი გარემოს დაცვითი სტანდარების მიმართულებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge