Loading...
Close
19 თებერვალი 2018 02:07
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რითაც შემოსავალი დაკარგა
ეკონომიკა
ხელშეწყობა მცირე ბიზნესს - ვის და რა ფორმით შეეხება შეღავათები
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'გურამ დონაძე გვაშანტაჟებს' - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება ბუტა რობაქიძის საქმეზე
'სანამ ქართველი ერი არ აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და სანამ არ მოინანიებს...'
გახსნილი დანაშაულებები საქართველოში და საზღვარგარეთ - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
ჩიქოვანი - რუსეთიდან არ ხდება გაზის შემოტანა, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ მოხმარებას აკმაყოფილებს ის გაზი, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოდის
გამოქვეყნების დრო – 25 იანვარი 2018 11:28

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, მიმდინარე წელს რუსეთიდან გაზის შემოტანა იმიტომ არ ხდება, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მოხმარებას აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირი სრულიად აკმაყოფილებს. გიორგი ჩიქოვანი ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთიდან გაზის შემოტანას საქართველო შესაბამისი თანხის არქონის გამო ვერ ახერხებს, რადგან “გაზპრომის“ მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთმდე გაზის ტრანპორტირებას ყოფნის.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ თანხით ავიღებთ იმ სერვისის საფასურს, რომელსაც რუსეთს ვუწევთ. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. იმის თქმა, რომ თანხა არ გვყოფნის, არასწორია. ეს არის კონფიდენციალური ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების უფლება არ გვაქვს, თუმცა საქართველოს აქვს საკმარისი ანაზღაურება იმაში, რა სერვისსაც წევს. რუსეთიდან იმიტომ არ ხდება გაზის შემოტანა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ მოხმარებას აკმაყოფილებს ის გაზი, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოდის ორი მიმართულებით - ეს არის „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმი და „სოკარი“. თუმცა ხელშეკრულებაში გვაქვს ის, რომ თუ დაგვჭირდა დამატებითი მოცულობები პიკური მოხმარების ან ავარიის დროს, შეგვიძლია რუსეთიდან შემოვიტანოთ. თუმცა იმის თქმა, თუ რატომ არ მოგვაქვს რუსეთიდან, მემგონი, არ არის სწორი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით, 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს. ბალანსის თანახმად, 2018 წელს საქართველო 2.680 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას სრულად აზერბაიჯანისგან გეგმავს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
18 თებერვალი 2018 19:01
რელიგია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge