Loading...
Close
18 ოქტომბერი 2018 06:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს
25 იანვარი 2018 11:52

თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი -აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი.

”შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას; ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან; სპეციალისტების რეზერვი ახალი ნოვაციაა და დღეს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს. მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. მაგალითად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ქვეყანას შეიძლება ემსახუროს საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, იქ სადაც მისი შრომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო ეფექტური იქნება”, - ნათქვამია კონცეფციაში.

რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები.

”ქვეყნის დაცვა არა მხოლოდ ქართველი სამხედროების, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში“ წარმოადგინა ტოტალური თავდაცვის პრინციპი, სადაც რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ჩვენი რეზერვის კონცეფციის მიზანია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენება”, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს
'საპნის ოპერეტა გვარამიას რეჟისურითა და ოქუაშვილის შესრულებით' – ვანო ჩხარტიშვილი ბრალდებებს პასუხობს
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
'ომეგა ჯგუფის' გენერალური მენეჯერი - ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი