Loading...
Close
21 თებერვალი 2019 17:55
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რჩევები
როგორ შევაჩეროთ ბავშვის ისტერიკა ერთი შეკითხვის დასმით
26 იანვარი 2018 00:48

ეს არის ბრაზილიელი დედის რჩევა და გამოცდილება იმ დედებისადმი, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ბავშვის ისტერიკის კონკრეტული გზით შეჩერება. (ქვემოთ მოყვანილ მაგალითში საუბარია 4 წელზე უფროს ბავშვებზე).

"5 წლის გოგონა მყავს, ალისა. ჩვეულებრივი დედა ვარ, არც ფსიქოლოგი გახლავართ და არც ექსპერტი, მაგრამ მგონი იდეალური ფორმულა ვიპოვე ბავშვებში ისტერიკის შესაჩერებლად.
საქმე ისაა, რომ ალისა ვერა და ვერ შეეგუა სკოლას, ნერვიულობდა. მისი გაღიზიანება იქამდე მივიდა, რომ ნებისმიერ რამეზე ყვიროდა და ისტერიკა ემართებოდა. მასწავლებელმა მირჩია, ბავშთა ფსიქოლოგთან კონსულტაცია გამევლო. ასეც მოვიქეცი. ფსიქოლოგმა მართლაც მომცა რამდენიმე სასარგებლო რჩევა, მათ შორის, ერთი ნამდვილად გამორჩეული. ფსიქოლოგმა ამიხსნა, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ პატივს სცემ მის გრძნობებს და კრიზისის დროს, რა მიზეზითაც უნდა იწყებოდეს ისტერიკა, აუცილებელია დაეხმარო მას დაფიქრდეს და გაერკვეს, რა ემართებაო.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ბავშვი მზადაა სკანდალის მოსაწყობად - საბაბს მნიშვნელობა არ აქვს, სულ ერთია, თოჯინას ხელი მოსძვრა თუ უბრალოდ ეძინება - თქვენ ატყობთ, რომ წამი-წამზე ისტერიკა დაეწყება, მიდით ბავშვთან, ჩახედეთ თვალებში და მშვიდი ხმით დაუსვით ერთადერთი შეკითხვა: "მითხარი, შენი პრობლემა, რის გამოც ბრაზობ, დიდია, პატარა თუ საშუალო?"

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ როცა ჩემი შვილი იწყებდა ფიქრს, რამხელა იყო პრობლემა, თითქოს რაღაც ჯადოქრობა ხდებოდა, თანდათან მშვიდდებოდა, მპასუხობდა და ჩვენ ერთად ვიწყებდით "მუშაობას" მის აღმოსაფხვრელად. თანაც, რაც მთავარია, ჩემი გოგონა თვითონ მკარნახობდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

პატარა პრობლემებს სწრაფად და მარტივად ვაგვარებდით, ხოლო იმ პრობლემებს, რომლებიც ალისას საშუალოდ მიაჩნდა - ცოტა ხანში, ანუ არა იმავე წუთში. ეს ბავშვს ეხმარებოდა გაეაზრებინა, რომ არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც დროს მოითხოვს.

რაც შეეხება "დიდ" პრობლემას, ანუ იმას, რასაც თქვენი შვილი ძალიან სერიოზულად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხოლო თქვენთვის შესაძლოა დიდი სისულელე იყოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოვუყრუოთ ყური. ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმის გააზრებაში, რომ ქვეყნად ყველაფერი ჩვენს ნებაზე არ ხდება.

ახლა მოგიყვებით სიტუაციას, როცა ამ მეთოდმა ძალიან, ძალიან ეფექტურად იმუშავა: მე და ჩემი გოგონა მეორე დღისთვის სასკოლოდ ტანსაცმელს ვარჩევდით. ალისას თავისი საყვარელი შარვლის ჩაცმა უნდოდა, მაგრამ გასარეცხი იყო. ბავშვი, ის-ის იყო, წიოკის დაწყებას აპირებდა, რომ უცბად ვკითხე:

- ალისა, როგორია ეს პრობლემა, დიდი, პატარა თუ საშუალო?
შემომხედა და პატარაო, - მითხრა. უკვე იცოდა, რომ პატარა პრობლემები ძალიან სწრაფად გვარდებოდა. მაშინ ვკითხე:
- აბა, მითხარი, როგორ მოვიქცეთ?
- სხვა შარვალი ჩამაცვი.
- ჰოდა, შეარჩიე, რომელიც მოგწონს შენი შარვლებიდან, - ვუთხარი მე.
ბავშვმა გაიღიმა და კარადისკენ გაიქცა. მეც გავყევი და როცა საბოლოო არჩევანი გააკეთა, შევაქე, ნახე, როგორ ისწავლე პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება-მეთქი?

იმედი მაქვს, რომ ეს მეთოდი თქვენს შვილებთანაც იმუშავებს. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ცდა ღირს".

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი