Loading...
Close
15 ოქტომბერი 2019 05:32
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ციტატები/ფრაზები
კონფუცი - თუ ვინმე გძულს, ე.ი. მან დაგამარცხა
3 მარტი 2019 23:37

კონფუცი - ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი, ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. 25 წლის კონფუცი ჩინეთის მთელმა კულტურულმა ელიტამ უდიდეს მოაზროვნედ აღიარა.

კონფუციანელობა ეთიკურ-პოლიტიკური მოძღვრებაა, რომელიც ჩინეთში „სწავლულთა სკოლის” სახელითაა ცნობილი. ეს მოძღვრება წარმოიშვა ძვ. წ. V საუკუნეში, როდესაც „ცისქვეშეთი” (ასე ეძახდნენ ჩინელები ჩინეთს) პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდიდა.

ფორმალურად კონფუციანელობა არ წარმოადგენს რელიგიას, რადგან მას არ გააჩნია ეკლესია - როგორც ინსტიტუტი და მასში თითქმის არ არის საუბარი რწმენასა და ღმერთზე, თუმცა საკუთარი მნიშვნელობითა და ხალხის ცნობიერების აღზრდის თვალსაზრისით ის სრულყოფილად ასრულებს რელიგიის ფუნქციას.


"სამი გზით შეიძლება მივიდეთ ცოდნამდე: აზროვნება, რომელიც ყველაზე კეთილშობილური გზაა; მიბაძვა, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა და გამოცდილება, რომელიც ყველაზე მწარე გზაა."


"თუ ვინმე გძულს, ე.ი. მან დაგამარცხა".


"ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი, შეგიძლია ილაპარაკო და იმოქმედო გაბედულად, ქვეყანაში, სადაც არაა წესრიგი, იყავი გაბედული მოქმედებებში, მაგრამ არა - ლაპარაკში".


"მიეცი მითითებები მხოლოდ მას, ვინც ეძებს ცოდნას, რადგან აღმოაჩინა საკუთარი უვიცობა".


"ბედნიერებაა, როცა შენი ესმით, დიდი ბედნიერება, როცა სიყვარულის ობიექტი ხარ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებაა, როცა გიყვარს".


"სინამდვილეში ცხოვრება მარტივია, უბრალოდ, ჩვენ მას ვართულებთ მთელი მონდომებით".


"წვრილმანებში თავშეუკავებლობა დიდ საქმეს დაღუპავს".


"რჩევებს ჩვენ ვიღებთ წვეთობით, სამაგიეროდ გავცემთ სათლებით".


"ცუდი ჩვევების დაძლევისთვის საუკეთესო დრო არის დღეს და არა - ხვალ".


"სამი რამ არასოდეს არ ბრუნდება უკან; სიტყვა, დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან შანსი".


"იპოვეთ ისეთი სამუშაო, რომელიც გიყვართ და თქვენ არ მოგიწევთ მუშაობა მთელი ცხოვრება".


"მე არ მწყინს, როცა ადამიანებს ჩემი არ ესმით, მე მწყინს, როცა მე არ მესმის მათი".


"სცადე, იყო ცოტა მეტად კეთილი და შენ ვერ შეძლებ ცუდი საქციელის ჩადენას".


"ძველად ხალხი სწავლობდა საკუთარი თავის სრულყოფისთვის, დღეს ისინი სწავლობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად".


"შეგიძლიათ, მთელი ცხოვრება წყევლოთ სიბნელე, ან შეგიძლიათ აანთოთ პატარა სანთელი".


" სილამაზე არის ყველგან, მაგრამ ყველას არ უნდა მისი დანახვა".


"ის კი არ არის დიდი ადამიანი, ვინც არ დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და წამოდგომა შეძლო".


"მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნელა მოძრაობთ, მთავარია, არ გაჩერდეთ".


"თუ ზურგს უკან გაფურთხებენ, ე.ი. თქვენ წინ ხართ".
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი