Loading...
Close
21 ივლისი 2019 06:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ციტატები/ფრაზები
'სულ ერთია, როგორ გრძნობ თავს. წამოდექი, ჩაიცვი და გადი ხალხში' - დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები
24 ივნისი 2018 23:37

დალაი-ლამა - ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი. „ლამა“ მასწავლებელს აღნიშნავს და ტიბეტურ-ბუდისტური რელიგიის მესვეურთა მიერ სხვადასხვა წარმომადგენელს ეძლევა.

დალაი-ლამა მიიჩნევა დღეგრძელი ტულკუს—ან ბუდისტი ოსტატების ამქვეყნიურ განსხეულებად, რომლებიც გარდაცვალებისა და კვლავშობის ბედის ბორბლისგან თავისუფალნი არიან. დალაი-ლამა, მოძღვრად საკუთარი, თავისუფალი ნებით აირჩევა, რათა კვლავშობილმა ისევ შეძლოს კაცობრიობისთვის ცოდნის მიწოდება.

დალაი ლამა 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში.



- ყურადღება მიაქციეთ, რომ დიდი სიყვარული და დიდი წარმატება დაკავშირებულია დიდ რისკთან.


- როცა მარცხს განიცდით, დაგროვილი გამოცდილება არსად არ გეკარგებათ.


- იხელმძღვანელეთ 3 მუდმივი წესით:

* პატივი ეცით საკითარ თავს;

* პატივი ეცით სხვებს;

* არ გაექცეთ საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობას.


- გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ის არ გჭირდებათ, რაც გსურთ.


- ისწავლეთ წესები იმისთვის, რომ მათი სწორად დარღვევა შეძლოთ.


- ნუ მისცემთ მცირედ უკმაყოფილებას დიდი მეგობრობის დანგრევის საშუალებას.


- თუ შეცდით - სასწრაფოდ გააკეთეთ რამე, რომ შეცდომა გამოასწოროთ.


- იყავით თავისუფალი, მაგრამ ზღვარს ნუ გადახვალთ.


- გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სიჩუმე საუკეთესო პასუხია.


- იცხოვრეთ ღირსეულად, რომ სიბერეში რამე მოსაგონარი გქონდეთ.


- სიყვარულით სავსე ატმოსფერო უნდა იყოს თქვენი ცხოვრების საფუძველი.


- კამათის დროს მხოლოდ აწმყოზე ისაუბრეთ, ნუ გაიხსენებთ წარსულს.


- გაუზიარეთ თქვენი ცოდნა, ეს უკვდავების მოპოვების კარგი საშუალებაა.


- მოუფრთხილდით მიწას. გიყვარდეთ ის.


- წელიწადში ერთხელ გაემგზავრეთ იქ, სადაც ადრე არასდროს ყოფილხართ.


- ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, რომ მისი სიძულვილზე დახარჯვა არ ღირს.


- სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს. ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.


- ყოველ თვე გადაიხადე ვალები, რომლებიც დაგიგროვდა საკრედიტო ბარათებზე.


- არ არის აუცილებელი გაიმარჯვო ყველა კამათში. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო მოსაუბრეს.


- იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთ დაგეხმარება, ვიდრე მარტოობაში ტირილი.


- შეგიძიათ თავს უფლება მისცეთ იტიროთ შვილების თანდასწრებითაც.


- ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში.


- ექსცენტრიულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ.


- შენს გარდა, არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.


- ნებისმიერი ე.წ. კატასტროფის დროს ჰკითხე საკუთარ თავს: ხუთი წლის შემდეგ ექნება კი მნიშვნელობა ამ ყველაფერს?


- ისეირნე ყოველ დღე. სასწაულები ყველგან ხდება.


- სულ ერთია, როგორ გრძნობ თავს. წამოდექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.


- თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება, არ ღირს მასზე ღელვა. თუ პრობლემა მოუგვარებელია, მაშინ მასზე ღელვა უაზრობაა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი