Loading...
Close
23 ივნისი 2018 13:38
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ციტატები/ფრაზები
'სანამ ადამიანის ლიკვიდაციას მოჰკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააფრთხილო' - პოლიტიკოსების გამონათქვამების კრებული
გამოქვეყნების დრო – 26 იანვარი 2018 15:52

ქართველი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების სასაცილო ფრაზები - აღნიშნულს, ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალური ქსელის გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ.


ედუარდ შევარდნაძე – ვინც გადატრიალებაზე ფიქრობს, ლოგინში გადატრიალება იკმაროს

მიხეილ სააკაშვილი – ჯარი იყო რამდენიმე თვის უჭმელი

ვანო მერაბიშვილი – ადგილზე მოკვლევას ატარებენ ჩვენი სპეციალისტები, კერძოდ _ ძაღლები

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ ბაკურიანის სრული განათება წელს, მარგამ მომავალ წელს უფრო გავანათებთ

ვანო მერაბიშვილი – ჩვენ ვაკონტროლებთ კრიმინალურ სიტუაციას საქართველოში

ნინო ქაჯაია – მოხდა კანცელარიის ევაკუება

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენი ქალები ყველაზე მაგრები არიან, კაცებს ჯიბეში ჩაისვამენ

ედუარდ შევარდნაძე – თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია

ზვიად ძიძიგური – მასთან მიმართებით მუდამ მიმდინარეობს მუქარა რომ ან მის ქმარს დაიჭერენ ან მის მეუღლეს

მიხეილ სააკაშვილი – მე მეორედ მოსვლამდე დავაგებ ასფალტს

შალვა ნათელაშვილი – ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებით უკვე 200 წელი

ელენე თევდორაძე – სანამ ადამიანის ლიკვიდაციას მოჰკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააფრთხილო

პროკურორი გრიგალაშვილი – ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული და გამოიყენა დუმილის უფლება

ნათია ლაზაშვილი – პრეზიდენტის სველი ფეხები უფლისციხეზე ავიდნენ

თეა ბოლქვაძე – დღეს აჭარა დამოუკიდებლობის წლისთავს აღნიშნავს

მიხეილ სააკაშვილი – მაიკროსოფტმა შექმნა ქართული ანბანი

გია ბარამიძე – ბუკვალურად მინდა აღვნიშნო

ნატო ონიანი – დახოცილი მეომრები ტყეში ერთმანეთს ასაფლავებდნენ

ინგა გრიგოლია – აქ უნდა ყოფილიყვნენ ბოკერია და არველაძე, მაგრამ არ მოვიდნენ, პარლამენტში რაღაც საქმე გვაქვსო. ნეტა რა საქმე აქვთ იმისთანა რო გადაცემაში არ მოვიდნენ

ელენე თევდორაძე – აღშფრთოვანებული ვარ

ლევან ბერძენიშვილი – ხელისუფლებამ გამოიყვანა ნიღბიანი ავტომატები

ნათია ლაზაშვილი – როგორ გრძნობს თავს გარდაცვლილი პოლიციელი?

დათო კიკალიშვილი – ეჭვმიტანილი დააკავეს მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ცოცხალია თუ მკვდარი

გელა ბეჟუაშვილი – ეს საქართველოს შიდა კუხნაა

მარიკა ვერულაშვილი "მის საქართველოს" კონკურსის შესახებ "რე-აქციაში" - გოგონები მეორე დღეს კუპალნიკებით... უკაცრავად, პლავკებით გამოვიდნენ

მიხეილ სააკაშვილი - არა, მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ მთავრობის წევრებს არ უნდა ვუმკურნალოთ

2007 წლის ზამთარია და მანქანით ყრიდნენ მარილს, გამოდის ტელევიზიით სუბელიანი -
თბილისში რაც აღმართებია ყველაფერი მოვრჩით, ეხლა დაღმართებია დარჩენილი...

ვანო მერაბიშვილი – დამნაშავეები მძიმე მდგომარეობაში არიან რადგანაც მათ ჩვენ აღმოვუჩინეთ დახმარება

ვანო მერაბიშვილი – მე მოვახდენ ამოღებული ნარკოტიკების გამოყენებით დემონსტრაციას თქვენს წინაშე

ვანო ზოდელავა – ილია და აკაკი ცოცხლები რომ იყვნენ საფლავში გადატრიალდებოდნენ

ზვიად ძიძიგური – ს ხელისუფლება მარტო სოფლელებს მოსწონთ

ფიქრია ჩიხრაძე – დავით აღმაშენებელმა თავად დაიდგა ძეგლი თბილისში

მაია ნადირაძე – მისი მოთავსება მოხდა ე.წ. ბალნიცაში

შალვა ნათელაშვილი – გორ ივანოვი ხაშივით დაადგა თავზე მომიტინგეებს

შალვა ნათელაშვილი – ის პატარა ბიჭი რომ არის, არველაძე, გვარი არ მახსოვს…

პეტრე ცისკარიშვილი – ბენზინი ძვირი იმიტომაა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის

დავით ნარმანია – რამდენიმე ბაზრობამ დარეკა ჩვენთან

მიხეილ სააკაშვილი – დღეს, რაც იჭმევა და ისმევა ყველაფერი ძაან კარგად იყიდება მსოფლიოში, იმიტომ რომ ყველა ჭამს უკვე…. იმიტო გაძვირდა პროდუქტები რომ ყველამ დაიწყო ჭამა

მიხეილ სააკაშვილი – საცურაო აუზი არის ცივილიზაციის ნიშანი

მიხეილ სააკაშვილი – მზე გამოჩნდა დღეს ბათუმის ახალ ბულვარზე, თქვენ გააკეთეთ აქ მზე, თქვენი აქ ყოფნით გაათბეთ აქაურობა, ისევე როგორც – თქვენი ყოფნით, თქვენი მუშაობით, თქვენი არსებობით უკვე რამდენიმე წელია ასხივებთ საქართველოსთვის და კაშკაშა სინათლეს გადაცემთ რეგიონის სხვა ქვეყნებს და გადაჭარბების გარეშე – მთელ მსოფლიოს

მიხეილ სააკაშვილი – შეიძლება ყველას არ გაუმართლა იმედები ჰიბრიდულმა სიმინდმა, მაგრამ ვინც ისეთი მოსავალი ვერ მიიღო, როგორსაც ელოდა, სახელმწიფო კომპენსაციას მისცემს, რათა მათ ხელები არ ჩამოუშვან და თავიანთი ოჯახების უკეთესი შემოსავლისთვის ექსპერიმენტები გააგრძელონ

ნიკა გილაური – საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში ოპტიმიზმით

მიხეილ სააკაშვილი – მთელი მსოფლიო დაირაზმებოდა და ჩაგვიდებდა პირში

ბიძინა ივანიშვილი – დაპირებებს წინმსწრებად და გადაჭარბებით ვასრულებთ

სოსო შატბერაშვილი – ლეიბორისტული პარტია რომ არა თბილისის სასაფლაოები ცარიელი იქნებოდ

ვანო მერაბიშვილი – დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს და პოლიციას გაყოფს მხოლოდ შუშის მინა

მიხეილ სააკაშვილი – სტალინის დროიდან მოყოლებული საქართველოში პირველად ხდება პენსიების ზრდა

”რას გეტყვი, იცი, ჩემო ტერი…” – ზვიად ძიძიგური მიმართავს ტერი დევისს!

მიხეილ სააკაშვილი დუშეთში – ჯერ დავიმსახურებ, ამ გზას მართლა გავაკეთებ, დაგიგებთ ბოლომდე, ეს გზა მოგვცემს საშუალებას, რომ დავასაქმოთ მეტი ხალხი და მერე ერთი ხბო დავკლათ და მეც ჩამოვიტან ცოტა რაღაცას.

პირდაპირი ჩართვა მარიამობის დღესასწაულზე, სამებიდან” – “როგორც აქ მღვდელთმთავრები აცხადებენ, ღვთისმშობელმა სამი დღით მიიძინა..”

ლევან გაჩეჩილაძე – ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ, ვიბრძვით სუფთა ხელებით, ცარიელი გულით და თავით

გიგი უგულავა – როგორც სახარებაში წერია: ზოგჯერ მილიონით დახმარებას, ორი კაპიკით დახმარება ჯობია.

მიხეილ სააკაშვილი – მოსემ 25 წელი ატარა ებრაელი ხალხი უდაბნოში

ნოდარ ნათაძე – იაპონელი იაპონურად გაცილებით უკეთ ეუფლება სასკოლო მასალას ვიდრე ინგისურად

ინგა გრიგოლია – თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ უსუფაშვილი მათი ნინო ბურჯანაძე იქნება

ჯონდი ბაღათურია – ქაშისთვის კარაქი არასოდეს არ არის ზედმეტი

ედუარდ შევარდნაძე – საქართველომ უნდა უზრუნველყოს წინმსწრები ჩამორჩენის დახშული წრის გარღვევის დაჩქარება!

ფიქრია ჩიხრაძე – უიიი, ამდენი მამალი ერთად ცხოვრებაში არ მინახავს

შალვა ნათელაშვილი ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში – შესაძლებლობა რომ მქონდეს, შენი გულისთვის თავს მოვიკლავდ

ალეკო ელისაშვილი ეკითხება ვაშაძეს, – ბებია რატომ წაიყვანა მიშამ საზღვარგარეთ? ვაშაძე პასუხობს: ბებია პრეზიდენტს უქმნის სულიერ კომფორტს, რომ ბევრი ინვესტიციები ჩამოიტანოს.

მიხეილ სააკაშვილი – ამერიკის პრეზიდენტი პირველად ჩადის მოსკოვში და მაშინვე ქართულ რესტორანში მიდის. ასეთი რამ 1825 წლიდან არ მომხდარა

სააკაშვილმა სხდომაზე ბრძანა – კონსოლიდირებული და ეფექტური სახელმწიფო აპარატი გვყავს!

მიხეილ სააკაშვილი აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრისას – თქვენ უფრო მეტი ფული შეგივათ

მაისაშვილი – ჩემს გულში ძგერს მკერდი…

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა რუსთავში – ნოემბრის ბოლოს საქართველოში შემოსვლა დაიწყო მსოფლიო კრიზისმა ! მე არ დავუშვებ რომ რომელიმე მოხელემ სირაქლემასავით თავი ჩადგას ქვიშაში

შალვა ნათელაშვილი – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მოიყვანეს გოგლი–მოგლით გასივებული ახალკაცი!

მიხეილ სააკაშვილი – ამ ხალხს ცოტას მოვუჭერთ… შურუპებს

სალომე ზურაბიშვილი: იყო დრო, როდესაც 200 ათასი ვიყავით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალ უფრო მეტი ვიქნებით.

კახა კუკავა – კაცები იშიმშილებენ და ქალები საჭმელს მოუტანენ

გრეჩიხა – ჩვენი აქტივისტები ყოველდღე იცემებიან და იჭერებიან ხელისუფლების მიერ

დავით გამყრელიძე საკუთარ ძაღლზე, ლინდაზე – ეს არის ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ელის…

თემურ ქურხული – ჩვენ ლიკანში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ დავასვენოთ, არამედ იმიტომ, რომ ასეა საჭირო

ზურა ჟვანია – ინგა, ბუჯეტი გადაჭარბდა

ხიდაშელი საბილბორდო ფოტოს გადაღებისას – მე ვარ ჩაცმული… პიჯაკი და მეტი არაფერი!

გიორგი არველაძე – ამ სამ კვირაში (ოსიაურის ბანაკში) ჩვენ (რეზერვისტებმა) მივიღეთ ფუნდამენტური ტაქტიკური განათლება

ლევან გაჩეჩილაძე ესაუბრება ამომრჩევლებს – აი, ხომ გინახავთ გველეშაპი კუდს როგორ ატყლაშუნებს, ეგრეა ეს ხელისუფლებაც, კუდს იქნევს.

მიშა ევროსაბჭოს დასკვნებზე – ისინი სულ მასე არიან მიჩვეულნი:
– ამდენს მიცემ, მერე ამნედი უნდათ (თან ხელებით ზომავს დამდენიც), მერე ამდენს მიცემ, კიდევ უფრო მეტი უნდათ (ისევ ხელებით ზომავს უფრო დიდზე) და საბოლოოდ ვერ კმაყოფილდებიან – უფრო მეტი და მეტი უნდათ.

გაჩელაძე პარლამენტში - მე პირობას გაძლევთ რომ ''ნაციონალური მოძრაობა'' ფიზიკურად აღარ იარსებებს და იქნება ერთ-ერთი ჩვეულებრივი პარტია

თამარ ჩერგოლეიშვილი კოტე იოსელიანზე - მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ეს კვერცხი გაჩნდა და მერე ქათამი“- ჩერგოლეიშვილი კოტე იოსელიანზე

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge