Loading...
Close
19 თებერვალი 2018 02:13
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რითაც შემოსავალი დაკარგა
ეკონომიკა
ხელშეწყობა მცირე ბიზნესს - ვის და რა ფორმით შეეხება შეღავათები
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'გურამ დონაძე გვაშანტაჟებს' - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება ბუტა რობაქიძის საქმეზე
'სანამ ქართველი ერი არ აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და სანამ არ მოინანიებს...'
გახსნილი დანაშაულებები საქართველოში და საზღვარგარეთ - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ჯანდაცვა/მედიცინა
რა ხდება ორგანიზმში გაზიანი სასმელების დალევის შემდეგ
გამოქვეყნების დრო – 27 იანვარი 2018 00:02

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი გაზიანი სასმელების დალევიდან ერთი საათის შემდეგ?

ფარმაცევტმა ნირაჟ ნაიკმა შექმნა ინფოგრაფიკა, რომელიც დაწვრილებით ხსნის ამ პროცესებს.

პირველი 10 წუთის განმავლობაში: ორგანიზმი იღებს 10 კოვზი შაქრის ძლიერ დარტყმას (ცნობისათვის - ბევრი სპეციალისტი შაქრის ამ რაოდენობას სადღეღამისო ნორმად მიიჩნევს), თუმცა ადამიანი ვერ გრძნობს ჭარბ სიტკბოს - ფოსფორის მჟავა ახშობს მას. კითხვაზე, რატომ უმატებენ კოკა-კოლას, პეპსის ან სხვა გაზიან სასმელებს ამდენ შაქარს? - ის დოფამინის (მოტივაციისა და სიამოვნების ნეირომედიატორის) მოჭარბებას იწვევს. ეს, ასე ვთქვათ, ტკბილ ნარკოტიკზე ადამიანის „შესმაა".

20 წუთის შემდეგ სისხლში შაქრის დონე სწრაფად ეცემა. ამას განაპირობებს ინსულინის მკვეთრი გადმოტყორცნა. ღვიძლი, ცხადია, რეაგირებს ამ მეტამორფოზებზე და შაქრის ჭარბ ოდენობას ცხიმად გარდაქმნის.

40 წუთის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სასმელში არსებული კოფეინის შთანთქმას. გუგები ფართოვდება, სისხლის წნევა კი იმატებს. ღვიძლი იწყებს სისხლში ჭარბი შაქრის გადმოსროლას. ადენოზინი ბლოკავს ტვინში დაღლილობის რეცეპტორებს და ძილმორეული ადამიანი ფხიზლდება.

45 წუთის შემდეგ გაზიანი სასმელების დალევის შედეგად გამოთავისუფლებული დოფამინი აგრძელებს ტვინში სიამოვნების ცენტრების სტიმულაციას. ადამიანი ჯერ კიდევ ამაღლებულ განწყობაზეა. ფიზიკურ დონეზე ეს ისევე მუშაობს, როგორც ჰეროინის შემთხვევაში.

60 წუთის შემდეგ ფოსფორის მჟავა ბოჭავს ნაწლავებში კალციუმს, მაგნიუმსა და თუთიას. ეს გარკვეულწილად აჩქარებს მეტაბოლიზმს, მაგრამ ამავე დროს ანადგურებს კბილებსა და ძვლებს.

მოგვიანებით თამაშში ერთვება კოფეინის შარდმდენი თვისებები და ადამიანს ძალიან უნდება მოშარდვა.

კიდევ უფრო მოგვიანებით ადამიანს კვლავ ეძალება რაიმე ტკბილის მიღების სურვილი. კიდევ დარჩა სასმელი? თუ არა, ადამიანი ეშვება, ღიზიანდება და ფუჭად ფლანგავს დარჩენილ სამუშაო საათებს.

„როდესაც ფარმაცევტად ვმუშაობდი, კარგად ვხედავდი, რა ხანგრძლივ ეფექტს ახდენდა გაზიანი სასმელების მიღება. ჩვენი კომპანიის თითქმის ყველა კლიენტი იყო პირი, რომელიც დღეში ერთ-ორ ბოთლ გაზიან სასმელს მაინც სვამდა. სამწუხაროდ, შემდეგ მათ გამუდმებით უხდებათ საგულე საშუალებების, წნევისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების შეძენა. გარდა ამისა, საბრალონი განუწყვეტლივ მკურნალობენ კბილებს და ხშირად ხდებიან მოტეხილობის მსხვერპლნი. განა ნორმალურია, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად 1,6 მილიარდი ბოთლი კოკა-კოლა იყიდება?!", - აღნიშნავს ნირაჟ ნაიკი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
18 თებერვალი 2018 19:01
რელიგია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge