Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
'დღეის შემდეგ, თქვენ უფრო მეტ ამბავს იხილავთ' - დიდი განახლება ​Facebook-ზე
30 იანვარი 2018 18:40

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში სიახლეების თაობაზე გვამცნობს. კომპანისი დამფუძნებელი ამბობს, რომ Facebook-ი არა მხოლოდ გასართობი ადგილი, არამედ ის სივრცეა, რომელსაც თითოეული მომხმარებლისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს.

„ვახორციელებთ განახლებათა მთელ სერიას, რათა წარმოვაჩინოთ უფრო მაღალი ხარისხის, სანდო ახალი ამბები. გასულ კვირას გავაკეთეთ განახლება, რათა წარმოგვეჩინა უფრო მეტი ახალი ამბავი იმ წყაროებისგან, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ფართოდ ენდობა. დღევანდელი განახლება ემსახურება ადგილობრივი წყაროების ახალი ამბების პოპულარიზაციას.

ხალხი გამუდმებით გვეუბნება, რომ სურთ Facebook-ზე იხილონ უფრო მეტი ადგილობრივი ახალი ამბავი. სწორედ ადგილობრივი ახალი ამბები გვეხმარება ყველა ჩვენგანს გავერკვეთ იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენს საზოგადოებებში ხდება და რომლებიც, გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. როგორც კვლევა გვიჩვენებს, ადგილობრივი ახალი ამბების კითხვა პირდაპირ კავშირშია სამოქალაქო ჩართულობასთან. ადამიანები, რომლებმაც იციან, თუ რა ხდება მათ გარშემო, უფრო მეტად არიან პროცესებში ჩართული და წვლილი შეაქვთ გარდაქმნებში.

გასულ წელს, მოგზაურობისას, მრავალი ადამიანი მეუბნებოდა, რომ თუკი ჩავაცხრობთ ტემპერატურას ყველაზე მეტად საპაექრო საკითხების ირგვლივ და ამის სანაცვლოდ ფოკუსირებას მოვახდენთ უფრო კონკრეტულ ადგილობრივ საკითხებზე, ერთობლივად მივაღწევთ უფრო მეტ პროგრესს.

დღეის შემდეგ, თქვენ უფრო მეტ ამბავს იხილავთ თქვენი ქალაქის ახალი ამბების წყაროებისგან. თუკი მიჰყვებით რომელიმე ადგილობრივ გამოცემას ან ვინმეს, ვინც აზიარებს ადგილობრივ ახალ ამბებს, ნიუს-ფიდში მათ უფრო ხშირად იხილავთ. დავიწყებთ აშშ-დან, წლის ბოლომდე კი მოვიცავთ მრავალ სხვა ქვეყანასაც.

ადგილობრივი ახალი ამბები ხელს უწყობს საზოგადოების მშენებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ის დრო, რომელსაც ჩვენ ყველანი Facebook-ზე ვხარჯავთ, ღირებულია“, - წერს ცუკერბერგი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი