Loading...
Close
23 ივნისი 2018 13:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
გარემო
ზურაბ ალავიძე - ეკოლოგიური კატასტროფა არ ხდება, ბოლოს ძალიან ლამაზი გარემო დარჩება
გამოქვეყნების დრო – 31 იანვარი 2018 11:51
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვის საკითხზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ტყუილია, რომ ამ პროცესს ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ რეკულტივაცია ხდება. ყველაფერს თავის პერიოდი აქვს. როცა დასრულდება ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, თავის ვალდებულებას ყველა შეასრულებს. ნორმების დაცვით ხდება ყველაფერი. რაც შეეხება მძიმე ტვირთების გადატანას, ასეთი ოპერაციები ქვეყანაში სულ ხდება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით და აქ განსაკუთრებული არაფერია. ეკოლოგიური კატასტროფა არ ხდება, დარწმუნებული ვარ, რეკულტივაცია და ყველა ღონისძიება გატარდება და ბოლოს ძალიან ლამაზი გარემო დარჩება. ჩვენთან ბრძანდებოდნენ ჟურნალისტები, როდესაც ამ გადაცემებს ამზადებდნენ და კითხვები იყო სამეგრელოში პირსთან დაკავშირებით. დეტალური პასუხები გავეცით. ისე გამოვიდა, თითქოს ეს ხეების გადასატანად კეთდება. იქ პირსი გაკეთებული იყო 2011 წელს აბსოლუტურად გაუგებარი კონსტრუქციისთვის, რამაც პრობლემები გამოიწვია - ჩრდილოეთ მხარეს ადიდდა სანაპირო, სამხრეთ მხარეს კი ეროზია გაუჩნდა", - განაცხადა ალავიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge