Loading...
Close
22 ივნისი 2018 22:59
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
მსხვილი და წამყვანი კომპანიების შეფასებით, საქართველოში არსებული გარემო განვითარებისთვის ხელსაყრელია
გამოქვეყნების დრო – 31 იანვარი 2018 14:00
საქართველოში არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელია კერძო სექტორის ყოველდღიური საქმიანობისა და გრძელვადიანი განვითარებისთვის - ასეთია საქართველოს მსხვილი და წამყვანი კომპანიების შეფასება.

კვლევის - „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაეცნო.

კვლევის თანახმად, კერძო სექტორი გამორჩეულად დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სისტემასა და საგადასახადო ადმინისტრირებას, რაც, კომპანიების აზრით, ბოლო სამ წელიწადში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევის ფარგლებში მეწარმეებმა ასევე შეაფასეს მაკროეკონომიკური გარემო, სამართლებრივი ჩარჩო და შრომის ბაზარი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელი მთლიანობაში, დაგეგმილზე მაღალი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა.

"ზრდის მაჩვენებლები იყო დაგეგმილზე მაღალი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით; მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებლები და სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შორის, ხუთეულში შევედით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად მოსალოცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე წარუდგინა ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ხაზი გაუსვა მის გამოცდილებას ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში და ბიზნესის წარმომადგენლებს მასთან კომუნიკაციაში მაქსიმალური გულწრფლობისა და გახსნილობისკენ მოუწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიისას გამოიკვეთა ბიზნესსექტორის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული საკითხები, რომლებზე მუშაობაც, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრების ფორმატში გაგრძელდება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge