Loading...
Close
22 ივნისი 2018 23:00
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე საქართველოში არაკონდიცირებული საწვავის, მათ შორის დიზელის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
გამოქვეყნების დრო – 31 იანვარი 2018 14:53
ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საქართველოში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

"ჩვენ წარვადგინეთ კვლევა, რომელიც ჩატარდა "საქართველოს ბიზნესასოციაციაში" და ობიექტურად ვაჩვენეთ ის დადებითი მხარეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოხდა, ასევე ის გამოწვევები, რომელიც არის. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის სასამართლოს კუთხით არსებული სიტუაცია საქართველოში. ამავე დროს, ის დადებითი ტენდენციები იქნა აღნიშნული, რომელიც იქნა მიღებული რეფორმების შედეგად, კერძოდ, მოგების გადასახადის თემა იყო, საპენსიო რეფორმის დაწყება, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. მე პირადად დავაყენე საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. კონკრეტულად მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა. ეს ეხება კერძოდ, დიზელის საწვავს, რომელიც არის, პრაქტიკულად, დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში, კერძოდ, თბილისში ჰაერის დაბინძურების 67% მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა ეს აღქმული. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ საკმაოდ საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით, რამეთუ ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი ქვეყანა და ხარისხი იწყება იმით, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ და რასაც მივირთმევთ და აქ საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა ხარისხის მიღწევაში წარმოების, საკვების, ეკოლოგიის მიმართულებებით", - განაცხადა ხაზარაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge