Loading...
Close
19 თებერვალი 2018 02:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რითაც შემოსავალი დაკარგა
ეკონომიკა
ხელშეწყობა მცირე ბიზნესს - ვის და რა ფორმით შეეხება შეღავათები
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'გურამ დონაძე გვაშანტაჟებს' - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება ბუტა რობაქიძის საქმეზე
'სანამ ქართველი ერი არ აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და სანამ არ მოინანიებს...'
გახსნილი დანაშაულებები საქართველოში და საზღვარგარეთ - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე - კრიპტოვალუტის ფლობა და ოპერაციებიც, საგრძნობ ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული
გამოქვეყნების დრო – 31 იანვარი 2018 18:20
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ზოგადად, ცენტრალური ბანკები საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან ასეთ შუამავლებს.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, მასში ნათლად იყო აღნიშნული, რომ ეს არის ის ფინანსური აქტივი, რომლის ფლობა და ოპერაციებიც, საგრძნობ ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული და ზუსტად იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა, გავაკეთეთ ეს განცხადება. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია ეს ჰქონდეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ მისი ფასი ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დადგეს კრიპტოვალუტის ფლობით ან მისი ოპერაციებით. გარდა ამისა, ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაში მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ ეს არაა ოფიციალური გადახდის საშუალება საქართველოში და ესეც უნდა იყოს ცნობილი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით. ზოგადად ტექნოლოგიების განვითარება დროთა განმავლობაში ყოველთვის ახდენს გავლენას ფინანსურ შუამავლებზე. ტექნოლოგიურმა განვითარებამ და წინსვლამ შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს იმაში, თუ რა სახით მოხდება ფინანსური სერვისის მიწოდება. კონკრეტულად თუ რა სახე ექნება ამას, ეს რთული სათქმელია. ცენტრალური ბანკები დიდი სიფრთხილით უდგებიან ამ საკითხებს, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად აისახება ფინანსური სერვისების მიწოდების ფორმებზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
18 თებერვალი 2018 19:01
რელიგია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge