Loading...
Close
22 ივნისი 2018 22:54
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
განათლება
მარიამ ჯაში - სკოლებში რელიგიების სწავლებას მივესალმები, საპატრიარქოსთან აქტიური კონსულტაციები დაწყებულია 
გამოქვეყნების დრო – 5 თებერვალი 2018 15:26

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, დღეს მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების თემები სწორედ რელიგიების როგორც ისტორიის, ასევე ძირითადი პრინციპების არცოდნის შედეგია.

„სკოლებში რელიგიების სწავლებას და თეოლოგიის პრინციპების შესახებ ინფორმაციის შეტანას მხოლოდ მივესალმები. რელიგიის სახელით მიმდინარე ომები სწორედ იმ ცოდნის დეფიციტია, რომელიც თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ერების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და ასევე თანამშრომლობისთვის აუცილებელია. საპატრიარქოსთან აქტიური კონსულტაციები დაწყებულია და საქართველოში მოქმედი ყველა კონფესიის წარმომადგენელი თანაბრად ჩართული იქნება, რომ ჩვენ მართებული ინფორმაცია სხვადასხვა ტრადიციული რელიგიების ისტორიების შესახებ თანაბრად მივაწოდოთ. პედაგოგიური საქმიანობა დღეს არსებულ კანონმდებლობას არ გასცდება. შესაბამისი გადამზადების და სერთიფიცირების მქონე პედაგოგები ჩაერთვებიან შესაბამისი დისციპლინის სწავლებაში. ჯერ საუბარია ძირითადი პრინციპების შეთანხმებაზე და სახელმძღვანელოს შინაარსის შეჩერებაზე. მე ვფიქრობ, კონკრეტულ სკოლებში შეგვიძლია საპილოტე რეჟიმში 2019 წლიდან დავიწყოთ. ყველაფერი არსებული საგანმანათლებლო გარემოს ფარგლებში წარიმართება”,- განაცხადა ჯაშმა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge