Loading...
Close
21 თებერვალი 2018 07:10
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი - რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი - საგადასახადო ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ '112'-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
ოთარ კახიძე - იარაღის ტარების უფლება ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს
თეა წულუკიანი ანა სუბელიანს და თამაზ ახობაძეს - თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ჰოროსკოპი
ყველაზე ძუნწი მამაკაცები და ანგარებიანი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გამოქვეყნების დრო – 5 თებერვალი 2018 00:23

ადამიანის ამოსაცნობად მხოლოდ ასტროლოგიური ინფორმაცია საკმარისი არაა, თუმცა, ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი იმდენად აშკარად ავლენს საკუთარ ნეგატიურ თვისებებს, რომ თვალის დახუჭვა შეუძლებელია.

კურო და მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნებს ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვთ ფულთან. თუმცა, კურო საკუთარს უფრთხილდება, მორიელს კი, სულ სხვის ქონებაზე უჭირავს თვალი.

კურო მამაკაცი ​მანიაკალურად ზოგავს ფულს და ძალიან იშვიათად, მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ხარჯავს.მიუხედავას იმისა, რომ კურო ფუფუნების მოყვარულია და შესაშური კომფორტის მოწყობა შეუძლია, პარტნიორს არასდროს ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით.

ქალი კუროც საკმაოდ ანგარებიანია, მუდმივად შეძლებული, ხელგაშლილი მამაკაცის ძიებაშია და თუ მიხვდა, რომ არ ხართ მზად გაუნაწილოთ საკუთარი შემოსავლები და აავსოთ საჩუქრებით, წავა და მდიდარ მამაკაცებზე გააგრძელებს „ნადირობას“.

მორიელი სიძუნწისა და ანაგარების ნამდვილი რეკორდსმენია. მამკაცი მორიელი საშინელი მესაკუთრეა, არ უყვარს საკუთარის სხვისთვის განაწილება და რაც მთავარია, ხშირად სხვისასაც საკუთარად თვლის. მართალია, მორიელ მამაკაცი სულ ფულის თვლაშია, მაგრამ არასდროს ცხოვრობს სხვის ხარჯზე, ქალი კი, პირიქით – სულ სხვისი „დახმარებით“ ცდილობს ცხოვრების მოწყობას.

კირჩხიბი – ყველაზე ძუნწების რეიტინგის მესამე ადგილი კირჩხიბს უჭირავს. ქალი კიჩხიბი ნაკლებად ანგარებიანია, თუმცა პარტნიორის მატერიალურ კეთილდღეობაზე მაინც არასდროს ამბობს უარს. მამაკაცებს შორის კი, საკმაოდ მრავლად არიან ძუნწები, რაც გასაგებიცაა, რადგან მამაკაც კირჩხიბს მუდმივად შემოსავლის დაკარგვის შიში აქვს.

ქალწული და თხის რქა – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები არა ძუნწები არამედ ზედმეტად ეკონომიურები არიან, სიამოვნებით ხარჯავენ ფულს ახლობლებისთვის, თუმცა არასდროს ემეტებათ უბრალოდ ნაცნობებისთვის. ძუნწი ქალბატონები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოადგენლებს შორის ნაკლებად არიან.

თევზები – თევზები ძუნწები არ არიან, მაგრამ ვერც განსაკუთრებულ ხელგაშლილობას დაიბრალებენ. ზოდიქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფრის ერთიანად გაცემა შეუძლიათ, მაგრამ ყოველთვის ეშინიათ არ მოატყუონ, არ დაამცირონ, არ გაძარცვონ და ამიტომ, ყველაფერს თავისთვის ინახავენ.

ტყუპები, სასწორი, მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არც სიძუნწე ახასიათებთ, არც ანგარება და ნაკლებად არიან მიჯაჭვული მატერიალურ ფასეულობებს, რადგან ზოგადად არ ახასიათებთ რაიმეზე მიჯაჭვა.

ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – ყველაზე ხელგაშლილ ზოდიაქოს ნიშნად მშვილდოსანი ითვლება, რომელსაც მიღებაც ძალიან უყვარს და არც გაცემაზე ამბობს უარს. ვერძს საერთოდ არ ესმის რა საჭიროა ფულის დაგროვება, როცა თავისუფლად შეიძლება მისი დახარჯვა, ლომს კი, სტატუსით არ ეკადრება ფულის ეკონომია, რადგან ძალიან უყვარს ფუფუნება, რაც საკმაოდ სერიოზულ ხარჯებს მოითხოვს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge