Loading...
Close
22 ივნისი 2018 23:00
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ლარი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა რეგიონში
გამოქვეყნების დრო – 6 თებერვალი 2018 13:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრებისას, ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს შესაძლებლობებზე.

”ჩვენს ქვეყანაზე გადის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. საქართველო ავითარებს ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ სამხერთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ფართო მასშტაბის რეგიონზე, ჩინეთის ჩათვლით. თუ შევხედავთ ვაჭრობას ჩინეთსა და თურქეთს შორის, მისი მოცულობა 30 მილიარდი დოლარია და სწორედ საქართველოზე გადის ყველაზე მოკლე გზა ამ ვაჭრობის ხელშესაწყობად.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოხარული ვართ, რომ ვხედავთ მზარდ ინტერესს მსხვილი კორპორაციების მხრიდან დაიწყონ ბიზნესი საქართველოში. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ბაზარს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საუბარია უფრო ფართო რეგიონზე. ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ფარავს ევროკავშირს, ჩინეთს, დსთ-ს ქვეყნებს. საერთო ჯამში, საუბარია 2,5 მილიარდზე მეტ ადამიანზე.

რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობა ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელთან. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი გეგმა, რათა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. თუ შეხედავთ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ვალუტებს, დაინახავთ, რომ ლარი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა რეგიონში. იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს დოლარიზაციის დონის შემცირებას ეკონომიკაში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ლარის მერყეობა მნიშვნელოვნად დაბალი იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge