Loading...
Close
22 ივნისი 2018 22:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
განათლება
პატრიარქი - თსუ-მ შეასრულა ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა
გამოქვეყნების დრო – 8 თებერვალი 2018 12:11
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიტყვით გამოვიდა თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

“გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გილოცავთ ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის დღესასწაულს. მე მინდა უპირველეს ყოვლისა პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თსუ-ს. მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი. უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი. მან შეასრულა პარაკლისი უნივერსიტეტის დალოცვისა. უნივერსიტეტი არის მაჩვენებელი ქართული კულტურისა, ქართული წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, ჩვენი სულიერებისა. მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელიც განვლო უნივერსიტეტმა, ეს არის საოცრება. ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომინისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ საქართველოს ჩვენი დიდი მეცნიერების ჯავახიშვილის და კორნელი კეკელიძის გარეშე. მე შევესწარი კორნელი კეკელიძის გარდაცვალებას. იმ დროს კათალიკოს-პატრიარქად ბრძანდებოდა ეფრემ მეორე და ის იყო მოწაფე კორნელი კეკელიძის. სახელი ეფრემი კორნელი კეკელიძემ აურჩია მას. ჩვენ წავედით მის სახლში და გარდაცვალებულს ვემთხვიეთ ხელზე. გილოცავთ კიდევ ერთხელ უნივერსიტეტის 100 წლისთავს. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ჰყავს ასეთი თავდადებული პროფესორ მასწავლებლები, არაარაკლები მომავალი ექნება”, – ბრძანა უწმინდესმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge