Loading...
Close
19 თებერვალი 2018 02:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რითაც შემოსავალი დაკარგა
ეკონომიკა
ხელშეწყობა მცირე ბიზნესს - ვის და რა ფორმით შეეხება შეღავათები
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'გურამ დონაძე გვაშანტაჟებს' - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება ბუტა რობაქიძის საქმეზე
'სანამ ქართველი ერი არ აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და სანამ არ მოინანიებს...'
გახსნილი დანაშაულებები საქართველოში და საზღვარგარეთ - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ჯანდაცვა/მედიცინა
დავით სერგეენკო კერძო სექტორს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის წინადადებით მიმართავს
გამოქვეყნების დრო – 8 თებერვალი 2018 12:44

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კერძო სექტორს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის გაფართოებას სთავაზობს და ამ კონტექსტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივით გამოდის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გნაცხადა, შეხვედრის მიზანია, კომპანიების წარმომადგენლებს გააცნოს ჩამოყალიბებული ხედვა სტრატეგიულ მიმართულებაზე და აღნიშნულის თაობაზე მოხდეს მოსაზრებების გაცვლა.

"ჯანდაცვის მოქმედ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მოსახლეობის წვდომა ამბულატორიულ მედიკანტებზე. სტაციონარში რაც სჭირდებათ, ის საყოველთაო ჯანდაცვით იფარება. რა თქმა უნდა, აქცენტირება არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც ადამიანებმა უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ეს არის ყველაზე უფრო მთავარი გამოწვევა ჩვენთვის. შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა 100 000 ქულამდე მქონე მოსახლეობისთვის ძირითადი ქრონიკული დაავადების 23 დასახელების მედიკამენტების მიწოდებას, კიდე ერთხელ დაგვანახა ის საჭიროება, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია, თუმცა არასაკმარისი, რადგანაც მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილისთვის, ძირითადად იგულისხმება ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები და ა.შ. კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერად რჩება ამ მედიკამენტებზე მიწვდომადობა.

უკვე არსებულ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობას აქვს დიდი რესურსი იმისთვის, რომ გაღრმავდეს, გაფართოვდეს და ერთგვარად ინსტიტუციონალური სახეც მიიღოს და შედეგად მივიღოთ ის, რომ არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, არამედ ქრონიკული დაავადებების უმეტესობაზე მივაღწიოთ ფინანსური ბარიერის მნიშვნელოვან შემცირებას და არა მარტო 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოსახლეობაზე, არამედ ბევრად ფართო ნაწილისთვის, მათთვის, ვისთვისაც რეალურად მართლაც საგრძნობი ფინანსური ტვირთია - ეს არ არიან მხოლოდ სოციალურად დაუცველები, არამედ ეს არიან დაბალი შემოსვლის მქონე მოქალაქეები", - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო დღეს მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს წარუდგენს ხედვებს და მინისტრი კომპანიის წარმომადგენლებისგან ელოდება კონკრეტულ მოსაზრებებს.

"მჯერა, რომ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ იმის განცდა, რომ ასეთი ტიპის ინტერვენციები საჭიროა და საჭიროა ღია, გამჭვირვალე თანამშრომლობის მოდელი. მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ამის შედეგებს ძალიან მკაფიოდ იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა", - განაცხადა სერგეენკომ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს
18 თებერვალი 2018 19:01
რელიგია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge