Loading...
Close
19 თებერვალი 2018 02:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რითაც შემოსავალი დაკარგა
ეკონომიკა
ხელშეწყობა მცირე ბიზნესს - ვის და რა ფორმით შეეხება შეღავათები
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'გურამ დონაძე გვაშანტაჟებს' - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება ბუტა რობაქიძის საქმეზე
'სანამ ქართველი ერი არ აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და სანამ არ მოინანიებს...'
გახსნილი დანაშაულებები საქართველოში და საზღვარგარეთ - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ჯანდაცვა/მედიცინა
იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს
გამოქვეყნების დრო – 8 თებერვალი 2018 13:33
იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელსაც რამდენიმე დღეში 5 წელი უსრულდება, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა როგორც ყველა სისტემას, მასაც აქვს თავისი გამოწვევები და პირველ ადგილზე ამ გამოწვევებიდან უდაოდ დგას მიწვდომადობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. იმ კერძო-სახელმწიფო თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვქონდა, ასევე შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდებას, ცალსახად დაგვანახა ერთი მხრივ, საჭიროება ამ პროგრამის გაფართოების, ხოლო მეორე მხრივ, იმ რესურსის არსებობა, რომელიც არის როგორც ფასდაკლების მხრივ, ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის განმტკიცების მხრივ. დღევანდელ შეხვედრაზე გავცვალეთ მოსაზრებები და ნამდვილად მჯერა, რომ ამ მხრივ შედეგები გექნება ძალიან მალე.

თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგეებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში ცალსახად უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტიგენტი. წინასწარი შეფასებით 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე.

წინასწარი ანალიზით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ისევ უნდა შეეძლოს ჩამოთვლილი მედიკამენტები 1 ლარად შეიძინოს, თუმცა უკვე არა მხოლოდ 23 დასახელების, არამედ თითქმის 2-ჯერ მეტი მედიკამენტი. რაც შეეხება ასაკით პენსიონერებს, მათ უნდა შეძლონ მინიმუმ დღევანდელი საბაზრო ფასის ნახევრად შეძენა მედიკამენტების ამ 40-45 ჩამონათვალის”, – განაცხადა სერგეენკომ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დავით სერგეენკო კერძო სექტორს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის წინადადებით მიმართავს
18 თებერვალი 2018 19:01
რელიგია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge