Loading...
Close
16 ოქტომბერი 2019 15:44
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ხელოვნება
''სალამი ღმერთო. ორი წლის წინ კაცი მოვიდა, აცვია ჩემი გამოცვლილი თხელი შარვალი'' - გიორგი კეკელიძის მოლაპარაკება ღმერთთან
25 აპრილი 2017 14:55

გიორგი კეკელიძის მოლაპარაკება ღმერთთან - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პოეტ გიორგი კეკელიძის ლექსს - ''წერილი ღმერთს და მამაჩემს'' - ავრცელებს:


''სალამი ღმერთო. ორი წლის წინ კაცი მოვიდა,
აცვია ჩემი გამოცვლილი თხელი შარვალი,
თეთრი პერანგი. არ მოსულა კაცი შორიდან
და დაღლის ვერვინ შენიშნავდა ამ კაცს ნაკვალევს.
როცა მოვიდა, შეიძლება ვერც დაინახეს,
მორცხვი კაცია და სხვის მზერას ფიქრებს უმალავს,
დედამ რომ ნაჭრით დაუფარა ნატანჯი სახე,
იმ ჭრელ ცხვირსახოცს წაიკრავდა თვალზე უმალვე.
და ჩემი თხოვნის ასრულებას თუკი აპირებ -
ჩრდილს ნახავთ, უცხო სიმორცხვისგან ცხრაფერად მოხრილს;
მანდვე იქნება, სამოთხეში, ტყის განაპირას
თხილის ძირებში ამოწვერილ ბალახებს თოხნის.
ეგ კაცი ღამით, როცა იდგა ავი ზამთარი,
როცა ამ ზამთრის გასაძღომად ვზოგადვით შეშას,
წვებოდა ადრე და ლოგინი იყო გამთბარი
და ზღაპრებიდან ყველა ჭინკა ერთად აეშვა.
სალამი ღმერთო. მამაჩემი ახლა მანდ არის.
ადვილად იცნობ, შენ, რომელიც თვალს იტევ ულევს;
როგორც გითხარი, ძირს უთოხნის თხილს ან მანდარინს
და მინდა მისთვის სამი რამე რომ ამისრულო.
მამამ ოდესაღაც დაანება თავი სიგარეტს,
ფული ჭირდა და დაანება, ჩვევას უგანა,
ჩამქონდა, ვითომ უარობდა და მერე გარეთ,
ძველ საბძლის უკან ეწეოდა და ვინმეს განა,
იმ საბძლის უკან საკუთარ თავს ემალებოდა.
და დაე ჰქონდეს სიგარეტი - ,,პაპიროზს დალევს’’-
ვერვინ შეამჩნევს, შეუძლია ჩაყლაპოს ლოდად
და ფილტვის ჭაში გამოკეტოს მომწარო კვამლი,
მეორე თხოვნა: წელი ტკივა და ფეხიც ურევს -
ამ საშინელ თოხს მოარიდე და მრუდე ნამგალს,
და ერთხელ მაინც გაასინჯე ისეთი პური
რომ საკუთარი ოფლის სუნი არ ახლდეს ნამკალს.
მესამე თხოვნა: ეთამაშოს ჭადრაკი ვინმეს,
მას ხომ უნდოდა რომ მსოფლიო დაეპყრო ამით
და ერთხელ რობერტ ფიშერისთვის მოაგებინე,
რომ მართლა სულად გადაექცეს ეგ სული-გვამი.
სალამი ღმერთო, ეგ სამოთხე მამაჩემს ყოფნის
მაგ სამ რამით, შენ სამოთხეს სამოთხედ უქცევ -
რომ ჩამომხრჩვალი ოცნებების საყელო თოკი
ცაში აშვებულ ფრანის ძაფად დაუწნა უცებ.
სალამი, მამა, მე ღმერთს უკვე მივწერე შენზე,
ღმერთი დიდია და სურვილებს ასრულებს ღმერთი,
და ახლა შენ გწერ, თუმც სხვა ქარი მაძალებს ბენზინს,
ბენზინს, მანქანას, სამსახურებს, გზებს - რომ გავერთო.
გზა გადაბრუნდა და ურემი ისე გამოჩნდა.
ურემზე ჩემი მკვდარი იწვა და ვერ ვტიროდი,
რადგან ტირილი არ მასწავლეს და ამ გამოცდას
ვერ ჩავაბარებ, მეზობლებთანც შევრცხვები, ჰოდა
შენ მაინც თბილად დაუძახებ შემომწყრალ დედას:
გაჩერდი ქალო, დაანებე თავი ბაღანას!
რაც უნდა ის ქნას! უძინარი სახე აქვს, ხედავ!?
ისედაც ბევრი საქმე აქვს და აღარ დაღალო!
რადგან საწოლის ქვეშ დამალულ ჭუჭყიან ჭინკებს
სულ შენ მიფრთხობდი, როგორც ღამის უცხო მნახველებს
და იქვე სამი კალოში და ორი ვალინკა,
ტალახს იშრობდა და ვეძებდით ქართულ სახელებს,
კალოშების და ვალინკების, ხანაც შპილკების
ქართულ სახელებს ვიხსნებდით, სადღაც გაგონილს,
და სანამ პოვნას ვახერხებდით, ნაცნობი ქშენით
ძილის რელსებზე მოდიოდა სიზმრის ვაგონი.
თუმც ეს სიზმრები თვალის ზურგზე ისე მკაწრავდნენ,
რომ ნაკაწრიდან ძილში ცხელი ცხადი მოწვეთავს
და ცხადი ამბობს: გამარჯობა და უკაცრავად,
ცოტა დრო ისევ დაგრჩენია ცოცხლების მზესთან
რომ უნდა ავგდე და ჩავიცვა, რომ სინამდვილემ
ყველა ტკივილი გადაადნოს გულგრილ საგნებად,
რომ მხოლოდ ძილში შეგვიძლია ასე ადვილად
ჩვენ სიკვდილიდან სიცოცხლისკენ გზების გაგნება''


გიორგი კეკელიძე
04/04/17


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი