Loading...
Close
15 აგვისტო 2018 23:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
გიორგი ზვიადაძე სტუდენტების ხმაურიან ბრალდებებს პასუხობს
12 თებერვალი 2018 12:02
სასულიერო აკადემიის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ აკადემიაში მათზე როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ძალადობა ხორციელდება. ბრალდებებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პასუხობს და აბსურდს უწოდებს.

„თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის უმაღლესი სასულიერო სკოლა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის დაფუძნებული. აკადემიას ძალიან მაღალი ამოცანები აქვს და მის დაფუძნებას პატრიარქი ძალიან მაღალ მნიშვნელობას ანიჭებდა. საღვთისმეტყველო სკოლის გარეშე ქართული საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარება წარმოუდგენელია. აკადემიის მმართველი ორგანო გახლავთ სამეცნიერო საბჭო. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, როცა ვინმეს აქვს მცდელობა სიმართლეში გაერკვეს. ამ სიმართლეში გარკვევა არის მარტივი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე ძალადობას. რა თქმა უნდა, ინფორმაცია არასწორია.

სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს? სასულიერო აკადემია უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის, მე არ შემიძლია ვისაუბრო თუ რაში სჭირდებათ ეს განცხადებები. მე შემიძლია ვისაუბრო თუ რა არის სიმართლე და რა არა. წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს მთელი პედკოლექტივის და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერების და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში. მე არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვისაუბრო თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს. ვამაყობთ, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება და ისინი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებიან. არასოდეს მოხდება, რომ აკადემიამ შეწყვიტოს იმ ამოცანების შესრულება, რაც პატრიარქისგან და მართლმადილებლური ეკლესიიგან აქვს დაკისრებული, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ტიგინაშვილი - გიორგი ზვიადაძემ ჩამარტყდა და მითხრა, - ტყიურო! არ გრცხვენია? ხელები ჯიბეში რატომ გაქვს?
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი