Loading...
Close
22 ივნისი 2018 23:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
კალაძე - პრობლემა არ არის, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას
გამოქვეყნების დრო – 12 თებერვალი 2018 15:14
თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში დაგეგმილი ესტაკადების მშენებლობის ტენდერში მხოლოდ ერთი, რუსული კომპანია მონაწილეობს, რომელიც ამავე დროს „შავ სიაშია“ შეყვანილი, ჟურნალისტებთან ეხმაურება.

“შესაძლოა ადრე იყო „შავ სიაში“, მაგრამ ახლა არ არის, რადგან როცა დისკვალიფიკაციის ვადა გადის, კომპანიას უკვე შეუძლია ტენდერში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ თუ ახლაც „შავ სიაშია“, ფიზიკურად ვერ მოახერხებს ტენდერში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობს ტენდერში, გეტყვით, რომ ეს არ არის სწორი, რადგან ვერც თქვენ და ვერ მე ფიზიკურად ვერ შევძლებდით ამის გადამოწმებას, რადგან ტენდერები არის დახურული და ვერც ერთი კომპანია ვერ ნახავს თუ ვინ მონაწილეობს ტენდერში და რა ფასს წარადგენს. ეს არის დახურული, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. დაველოდოთ ვინ იქნება გამარჯვებული. კომპიუტერი ამას ავტომატურად გამოავლენს.

ტენდერში არა ფიზიკური, არამედ იურიდიული პირი მონაწილეობს და არ ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა იქნება. არც ის არის პრობლემა, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომპანიებს შეუძლიათ ჩამობრძანდნენ საქართველოში, ინვესტიცია განახორციელონ, ხალხი დაასაქმონ, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მოვესალმებით.

მინდა ოპოზიციას ვთხოვო, რომ ძალიან არ გადაიღალონ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ტენდერი რომელიც ჩატარდება იყოს გამჭვირვალე და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ გაჩნდეს. ნუ ინერვიულებენ, თხოვნა მექნება”, – განაცადა კახა კალაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge