Loading...
Close
21 სექტემბერი 2018 20:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'დოდომ იყვირა, ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია!' - ვინ ესროლა დოდო გუგეშაშვილს
12 თებერვალი 2018 20:17
ღუდუშაურის კლინიკაში თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დასრულდა. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილმა სამართალდამცველებს დამნაშავის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"დაკითხვა 5 საათს გაგრძელდა, საიდანაც გაირკვა, რომ დოდო გუგეშაშვილი დაქირავებულმა ქილერმა მოკლა. მან ზუსტად არ იცის მისი გვარი და სახელი. იცნობს მხოლოდ სახელით. რამდენჯერმე შეხვედრია, სრულიად სხვა მოტივით. ზუსტად არ იცის ეს სახელიც ნამდვილად მისია თუ არა. სახეზე იცნობს და შეუძლია ამოცნობა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული ქილერი, რომელიც მას მიუგზავნეს. ბოლო შეხვედრაზე, უბრალოდ ამოიღო იარაღი და სამზარეულოში ესროლა. გავრცელებული ხმები, რომ მის შვილს ხუთი ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, ტყუილია. ნოდარ გუგეშაშვილს ერთი ტყვია აქვს. გამავალი ჭრილობა აღენიშნება გულმკერდის არეში.

დაკითხვიდან გაირკვა, რომ მკვლელი მივიდა მასთან სახლში. ამ დროს მის შვილს ეძინა. ისაუბრეს. დოდო გავიდა სამზარეულოს გავლით საწოლ ოთახში და აიღო სიგარეტი. ამის შემდეგ უკრან მობრუნდა და ამ დროს დახვდა იარაღით ხელში ეს ადამიანი. დოდოს უკითხავს, - შე გარეწარო, რას აკეთებ?! ამ დროს დამნაშავემ ისროლა... დოდომ იყვირა, ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია! მას ეგონა, რომ ნოდარი გარეთ იყო გაქცეული და ისიც, დაჭრილი გაიქცა გარეთ.

დოდო გუგეშაშვილმა არ იცოდა რომ ის იყო ქილერი", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია და დოდო გუგეშაშვილმა მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი