Loading...
Close
23 ივნისი 2018 13:45
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
მსოფლიო
სააკაშვილი - ხელები გადამიგრიხეს, ავტომატი მომიშვირეს, ძალიან უხეშად მექცეოდნენ, ამიხვიეს თვალები და პირი...
გამოქვეყნების დრო – 12 თებერვალი 2018 22:27

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებს ტელეკომპანია NEWSONE-თან სატელეფონო ინტერვიუში იხსენებს.

„რესტორანში საქმიანი შეხვედრა გვქონდა, ჩაის ვსვამდით და იმ ფილმთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, რომელზეც ვმუშაობთ. ამ დროს შემოვარდა ჯგუფი, ხელები გადამიგრიხა, ავტომატი მომიშვირეს და ჩამსვეს მინიბუსში. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დავყავდი. ჩამსვეს ვერტმფრენში, ძალიან უხეშად მექცეოდნენ. ამიხვიეს თვალები და პირი. ეს ვერტმფრენი დიდხანს დაფრინავდა, როგორც მივხვდი კიევის გარშემო, შემდეგ ის დაჯდა ბორისპოლის აეროპორტში. შემდეგ კი თვითმფრინავში შემაგდეს. ეს იყო კერძო თვითმფრინავი, რომელიც სპეციალურად იმისთვის დაიქირავეს, რომ მე გადავეყვანე. პოლონელმა მესაზღვრეებმა კარგად მიმიღეს. ისინი იყვნენ ძალიან თავაზიანები. მკითხეს, გამოყენებული იყო თუ არა ძალა ჩემს მიმართ. მოვიდნენ ჩემი მეგობარი პოლონეთის სეიმის დეპუტატები. ტელეფონით ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს. ამჟამად ვიმყოფები ვარშავაში. აი, ეს არის მთელი ისტორია.

როგორ შეუძლია პოროშენკოს მართოს უდიდესი ქვეყანა, უკრაინა?! ჩვენ მათი არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მათ გვიჩვენეს, როგორ ეშინიათ ჩვენი. ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს, რომელიც მარშს უკავშირდება. ჩვენ უარს არაფერზე ვამბობთ - ეს მხოლოდ აჩვენებს იმას, რომ სწორ გზას ვადგავართ“, - განაცხადა სააკაშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ტელეფონით მიმართა, უკრაინიდან მის გაძევებაზე რეაგირება მშვიდად მოახდინონ
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge