Loading...
Close
22 ივნისი 2018 23:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი - ქართველი ბიჭები პირველები იყვნენ, ვინც ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდნენ
გამოქვეყნების დრო – 13 თებერვალი 2018 09:33

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრის დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაძევება პოლონეთში სრულიად კანონიერი იყო.

“გუშინ ჩატარდა პროცედურა სრულიად კანონიერად, ვინაიდან ბატონი სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთიდან, აბსოლუტურად უკანონოდ მოხვდა. მას საშუალება მისცეს აბსოლუტურად ყველა სასამართლო ინსტანციაში ეცადა თავისი უფლებების დაცვა. ყველა პროცედურა გაიარა, მაგრამ სასამართლომ ვერ ნახა კანონიერი საფუძველი, რომ ის იმყოფებოდეს უკრაინის ტერიტორიაზე. ის უკანონოდ შემოიჭრა პოლონეთის ტერიტორიიდან, ამიტომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ უკრაინამ სასაზღვრო ძალების გამოყენებით გააძევა იგი პოლონეთის ტერიტორიაზე. მე რამდენადაც ვიცი, მისი ყოფნა ევროკავშირის ტერიტორიაზე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მისი მეუღლე ჰოლანდიის მოქალაქეა, შესაბამისად, ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს იმყოფებოდეს როგორც პოლონეთის ტერიტორიაზე, ისე, თუ მოინდომებს, გადავიდეს ჰოლანდიაში.

საქართველოს გავლენა უკრაინაში ბოლო პერიოდში ძალიან მაღალია, თუმცა დაკავშირებულია არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახელთან, არამედ იმ საქმიანობასთან, რასაც ქართველები უკრაინაში ეწევიან. მე შემიძლია უკრაინის მთელი პარლამენტის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დახმარების გამო, რომელსაც ჩვენ ქართველების მხრიდან ვიღებთ. უკრაინა-რუსეთის ომის პირველ დღეებში ქართველი ბიჭები პირველები იყვნენ, ვინც ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდნენ”,- განაცხადა ლუბინეცმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge