Loading...
Close
18 იანვარი 2019 07:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს ამას არ ვუსურვებ
13 თებერვალი 2018 11:21

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმ ვითარებაში, როცა უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი პოლონურ მხარეს გადასცა, საქართველოს კი, მისი გადმოცემის პროცედურის დაწყება პოლონეთისთვისაც აქვს მოთხოვნილი - შეკითხვას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას უპასუხა.

„ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა ღია იქნება, მაგრამ მანამდე, ის ქართული ციხის პატიმარი უნდა გახდეს. თუ ეს დრო დადგება და ის ყოფილი პატიმარი იქნება, მე ამ დროს მინისტრი აღარ ვიქნები, მაგრამ პროგრამა იარსებებს. ეს ხუმრობით. უფრო სერიოზულად, ამ კითხვას რაც შეეხება, ამდენ კარგ თემაზე საუბრის შემდეგ ვაღიარებ, მაინცდამაინც არ მიხარია, ამ თემას შევეხო, – სხვა საინფორმაციო წყარო კონკრეტულად ამ თემაზე არ მქონია, მაგრამ დღეს მედიის საშუალებით ყველამ ერთად ვნახეთ, რომ მოხდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია, ანუ გაძევება იმ ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა.

საქართველოს პროკურატურას უკრაინის სახელმწიფოს წინაშე ექსტრადიციის მოთხოვნა არ მოუხსნია და არც მოხსნის. შესაბამისად, ის ძალაში იყო, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ეს უკრაინული სახელმწიფოს გადასაწყვეტი იყო. მათ ორი არჩევანი ჰქონდათ და დღეს შევიტყვეთ, რომ მეორე გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ ამ პირის მათი ტერიტორიიდან იმ ქვეყანაში გააძევეს, საიდანაც ის თავის დროზე უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა.

ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია და იქაც იგივე წესი მოქმედებს. ეს სულ ცინცხალი ამბავია და რა თქმა უნდა, პოლონეთის სახელმწიფოს რეაგირებას დღესვე, ან ხვალვე ვერ მოვთხოვთ, რადგან ევროპულ ქვეყნებში, როგორც ჩვენთან, ასევე პოლონეთში, დასავლეთ ევროპაშიც ერთი და იგივე პროცედურები არსებობს. ჩვენ ექსტრადიციის შესახებ ერთი და იგივე ევროპული კონვენციის წევრი ვართ. ეს არის სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია, რასაც დრო სჭირდება და თუ ეს პროცედურები პოლონეთში დაიწყება, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შედეგებზე ვისაუბროთ. საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს ამას არ ვუსურვებ, რადგან ეს მძიმე თემაა, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუ ეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სიტუაციაზე უნდა აისახოს, ერთადერთი, რა შედეგიც ამას შეიძლება ჰქონდეს, ეს ჩვენს ქვეყანაში ისედაც მორღვეული „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრული იქნება.“, – განაცხადა წულუკიანმა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
4 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე
დავით ბაქრაძე - დღეს დავარეგისტრირებთ დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია
სახალხო დამცველი - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა
მოსამართლეების შერჩევის პრინციპთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს მიმართეს
მედიკო მარგოშვილი - ხალხში რომ გავდივარ მიყურებენ როგორც ტერორისტის დედას - სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა!

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი