Loading...
Close
19 თებერვალი 2018 01:54
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რითაც შემოსავალი დაკარგა
ეკონომიკა
ხელშეწყობა მცირე ბიზნესს - ვის და რა ფორმით შეეხება შეღავათები
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'გურამ დონაძე გვაშანტაჟებს' - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება ბუტა რობაქიძის საქმეზე
'სანამ ქართველი ერი არ აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და სანამ არ მოინანიებს...'
გახსნილი დანაშაულებები საქართველოში და საზღვარგარეთ - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე - თითქმის 3 მილიარდ ლარზე მეტი თავდაცვის სფეროში ფაქტობრივად, გაფლანგულია
გამოქვეყნების დრო – 13 თებერვალი 2018 14:02

"ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გასული 5 წელი და თითქმის 3 მილიარდ ლარზე მეტი თავდაცვის სფეროში ფაქტობრივად, გაფლანგულია.

"გეგმებზე საუბრისას, ძნელია დაიჯერო სამომავლოდ სწორი ნაბიჯების შესახებ იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებს დღეს ფაქტობრივად, არ აღიარებს, მხოლოდ გაკვრით საუბრობს და გვესაუბრება ნათელ მომავალზე. დღეს მინისტრს შევთავაზეთ კონკრეტული წინადადება, თუ როგორ შეიძლება დღეს არსებული რეალურად იძულებითი წაყვანა სამხედრო სამსახურში ადამიანებისა, ვაქციოთ ნებაყოფლობითად, გავაჩინოთ სტიმული იმისთვის, რომ ახალგაზრდებს უხაროდეთ და სურვილი ჰქონდეთ სამხედრო-სავლდებულო სამსახურის გავლის და შემდეგ აგრძელებდნენ ყოფნას ქვეყნის სამხედრო სამსახურში. ამ ორივე მიმართულებით აქამდე თავდაცვის სამინისტროს მიდგომები შეიძლება შევაფასოთ მცდარად, რა იქნება მომავალში ვნახოთ, თუმცა ნაკლები იმედი გვაქვს სწორი ნაბიჯების იგივე პოლიტიკური გუნდისგან", - განაცხადა აბესაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
18 თებერვალი 2018 19:01
რელიგია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge