Loading...
Close
23 მაისი 2018 09:32
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე 'საქართველო რუსეთის წინააღმდეგ' ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ეკა გიგაური - სუს-ს ძალიან ბევრი უფლებამოსილება აქვს, ზოგიერთი მათგანი კი საერთაშორისო პრაქტიკისთვის საერთოდ უცნობია
გამოქვეყნების დრო – 14 თებერვალი 2018 11:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები, უსაფრთხოების სექტორის ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას მართავენ. სამუშაო შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში“ სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ სუს-ის რეფორმირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„კანონმდებლობა არ არის დახვეწილი, როგორც ფუნქციების თვალსაზრისით, ასევე ზედამხედველობის კუთხით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ზოგადად რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების არქიტექტურაში სუს-ის სამსახურს. დღეს ჩვენ ვხედავთ სუს-ს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება და ფაქტიურად, ზოგი ეს უფლებამისილება საერთოდ უცნობია საერთაშორისო პრაქტიკისთვის, მათ შორის არის ანტიკორუფციული გამოძიება. თავის დროზე, როდესაც გაიყო შსს და სუს-ი, საზოგადოებას გვითხრეს, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და ამ მიმართულებით რეფორმა გაგრძელდებოდა, თუმცა რეფორმა არ გაგრძელდა და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს დავიწყებული“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამასთან, უსაფრთხოების ექსპერტმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ბევრი პრობლემაა და გამოწვევა, რისი მოგვარებაც აუცილებელია.

„უსაფრთხოების სექტორის რეფორმა არის აუცილებელი კომპონენტი სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარებისთვის, აქ არის ბევრი პრობლემა და გამოწვევა, ერთ-ერთი არის უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის არასრულყოფილი მექანიზმი, რომელიც დღეს საქართველოშია და მეორე – კოორდინაციის და პოლიტიკის განხორციელების და შექმნის არასრულყოფილი მექანიზმები, ეს უფრო მტკივნეული გახდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებები იქნა შემოღებული. პრაქტიკულად, გაუქმდა სამთავრობო- საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაზე, განხორციელებაზე და მის ზედამხედველობაზე“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge