Loading...
Close
18 იანვარი 2019 08:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ხუნდაძე - როდესაც ვხედავდი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქოჩრით როგორ მიათრევდნენ, შერცხვენილი ვიყავი
14 თებერვალი 2018 12:23

''მათ, ქართული საზოგადოებისგან დაწუნებული სააკაშვილი როგორც დემოკრატიის შუქურა და ქვეყნის აღმშენებელი ისე მიიღეს, თუმცა, ხელში კი ავანტურისტი და ქვეყნის დამანგრეველი შერჩათ'', - შესაბამის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი პროცესების კომენტირებისას აკეთებს.

„როდესაც ვხედავდი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქოჩრით როგორ მიათრევდნენ, როგორც ქართველი, შერცხვენილი ვიყავი არა უკრაინის მთავრობის გამო, რომელიც თავის საქმეს ავად თუ კარგად აკეთებს, არამედ სააკაშვილის გამო, რომელიც საკუთარი თავის პრობლემაც გახდა. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, რადგან, მას საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებენ.

რაც შეეხება ფაქტს, თუ რამდენად სამართლიანი იყო მისი უკრაინიდან დეპორტაცია, აღნიშნულს ვერ შევაფასებ, რადგანაც, ეს უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუმცა, კარგი იქნებოდა, უკრაინის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების რჩევები თავის დროზე გაეთვალისწინებინა. მათ, ქართული საზოგადოებისგან დაწუნებული სააკაშვილი როგორც დემოკრატიის შუქურა და ქვეყნის აღმშენებელი ისე მიიღეს, თუმცა, ხელში კი ავანტურისტი და ქვეყნის დამანგრეველი შერჩათ.

არ ვიცი, დგას თუ არა პოლონეთი რიგში და თუ ეს ასეა, პოლონელ ხალხს ერთ ბრძნულ გამონათქვამს შევახსენებდი - „ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს“. რაც შეეხება სააკაშვილის მომავალ გეგმებს, გეტყვით, რომ მას რასაც დაუკვეთავენ, იმას შეასრულებს. ვინ არის დამკვეთი? ვისაც აწყობს დესტაბილიზაციას და არეულობა უკრაინასა და საქართველოში. ეს არ არის დასავლეთის სახელმწიფოები. სააკაშვილი რუპორია, რომელსაც კარგად იყენებენ. ასეთებზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვისთვისაც რევოლუცია ერთადერთი გზაა საკუთარი მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, ეს მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ კი პოლიტიკური წინდახედულობა და სიფრთხილე გვმართებს“, -განაცხადა ხუნდაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სააკაშვილი - დაკავების შემდეგ ცოტა კისერი მტკივა, გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოვტეხ
მთავარი თემა

'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
4 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე
დავით ბაქრაძე - დღეს დავარეგისტრირებთ დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია
სახალხო დამცველი - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა
მოსამართლეების შერჩევის პრინციპთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს მიმართეს
მედიკო მარგოშვილი - ხალხში რომ გავდივარ მიყურებენ როგორც ტერორისტის დედას - სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა!

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი