Loading...
Close
18 იანვარი 2019 07:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ანა ნაცვლიშვილი - დაგეგმილმა ცვლილებებმა, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი
14 თებერვალი 2018 12:52

''მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი'', - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

"დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ დამოუკიდებელი, ძლიერი და პროფესიონალური საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე, ძლიერი კომერციული მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, ეს კანონი ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას, პირიქით, ამ კანონმა შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი. ამავე დროს, ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს, ასევე ქმნის კორუფციის რისკებს. იმედს გამოვთქვამ, რომ კომიტეტში ყველა იმ პრობლემურ ასპექტა სიღრმისეულად განიხილავენ, რომელიც წარმოდგენილია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და კომიტეტი მივა სწორ გადაწყვეტილებამდე - გაიზიარებს პრეზიდენტის ვეტოს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სულხან სალაძე - პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' იდეას და საქართველოს კონსტიტუციას
მთავარი თემა

'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
4 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე
დავით ბაქრაძე - დღეს დავარეგისტრირებთ დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია
სახალხო დამცველი - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა
მოსამართლეების შერჩევის პრინციპთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს მიმართეს
მედიკო მარგოშვილი - ხალხში რომ გავდივარ მიყურებენ როგორც ტერორისტის დედას - სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა!

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი