Loading...
Close
21 თებერვალი 2018 07:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს - მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
დღის თემა
სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი - რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი - საგადასახადო ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ '112'-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
ოთარ კახიძე - იარაღის ტარების უფლება ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს
თეა წულუკიანი ანა სუბელიანს და თამაზ ახობაძეს - თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
მედია
ჭიჭინაძე - საზ. მაუწყებელი ამბობს, რომ რეკლამა სჭირდება, რათა თავისი ჟურნალისტები წაახალისოს, მაშინ სხვა ჟურნალისტებმა რა დააშავეს?
გამოქვეყნების დრო – 14 თებერვალი 2018 12:55
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს.

“პრეზიდენტის ვეტოს ნამდვილად ვიზიარებ. ვთვლი, რომ ეს კერძო მაუწყებლების ინტერესს დააზიანებს. ისედაც მცირე ლეგალური დაფინანსება, რომელიც დღეს არსებობს, იმას კიდევ უფრო შეამცირებს და ალბათ არალეგალურ დაფინანსებას გააჩენს, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვის უნდა ებრძოლოს. პატარა ტელევიზიები, რომლებიც ძირითადად კომერციულ რეკლამაზე არიან დამოკიდებულები, ძალიან დაზარალდებიან. საზოგადოებრივ მაუწყებელს არგუმენტად მოჰყავს, რომ კომერციული რეკლამა სჭირდება, რათა თავისი ჟურნალისტები წაახალისოს, მაშინ სხვა ჟურნალისტებმა რა დააშავეს. მათ შემოსავლის წყარო გაუქრებათ. ამიტომ ვეტოს მხარი უნდა დავუჭიროთ.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი კოლეგები დავაჯეროთ, რომ ვეტო უნდა გავიზიაროთ. კანონპროექტის ინიციატორი ეკონომიკის კომიტეტი არ იყო. ეს რამოდენიმე დეპუტატი, მათშორის ეკა ბესელია იყო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ბოდიშიც მოიხადა და თავის ხელმოწერაც გაიძახა. თავისი შეცდომა აღიარა. რომან კაკულიამ თქვა, რომ ამ ხელშეკრულების ინიციატორი არ უნდა ყოფილიყო. თუ საჯაროდ არ უთქვამს, მაშინ შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ და გეტყვით. ეს შიდა განხილვების დროს ითქვა. მოხდა ასეთი რაღაცა, არ უჭერდა მხარს და მთელი თავისი შინაარსით მხარს დღესაც არ უჭერს. ხელი ძალით არ მოაწერინეს. შეიძლება თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს. ვინ შეიყვანა, ეს უკვე მას ჰკითხეთ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ანა ნაცვლიშვილი - დაგეგმილმა ცვლილებებმა, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge