Loading...
Close
23 მაისი 2018 09:30
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე 'საქართველო რუსეთის წინააღმდეგ' ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე - ყველას მოვუწოდებ, წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები
გამოქვეყნების დრო – 14 თებერვალი 2018 14:40
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის საკითხზე სიღრმისეული არგუმენტები ამ დრომდე არავისგან მოუსმენია. მისი თქმით, სწორედ დამატებითი არგუმენტების წარმოდგენის მიზნით გადაიდო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საქართველოს პარლამენტში.

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გვჭირდება პოზიციების შეჯერება უმრავლესობის შიგნით, ასევე, უფრო ფართო ფორმატში, ოპოზიციასთან, არასაპარლამენტო სუბიექტებთან, არასამთავრობო სექტორთან, საპატრიარქოსთან და ნებისმიერ მხარესთან, რომელიც დაინტერესებულია ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებით. იმისთვის გადაიდო განხილვის ვადა, რომ ჩვენ დამატებით, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მიზანი ყველას გვაქვს ერთი, თუმცა ვერ ვთანხმდებით მიზნის მიღწევის გზებზე. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე მიიღწევა უკეთ მიზანი. მიზანი კი არის ნარკომოხმარების შემცირება და ასევე, ჰუმანური პოლიტიკის გატარება. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ, თუ რა მოგვცემს ამ მიზნის საუკეთესოდ მიღწევის საშუალებას. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჯერჯერობით არ მომისმენია. ყველას მოვუწოდებ, რომ წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე კარგად ვითარების გაუმჯობესება“, - განაცხადა კობახიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge