Loading...
Close
18 იანვარი 2019 07:17
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ზურაბ ნოღაიდელი - სააკაშვილთან შევედი, იქ ისხდნენ ძალოვანები და კმაყოფილი ჩანდნენ იმ დღის ნამოქმედარით
14 თებერვალი 2018 15:00
„ტელეიმედში“ შეჭრის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმის განხილვაზე ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი მოწმის სახით დაიკითხა.

„ბუნებრივია, პრეზიდენტს ჰქონდა ინტერესი ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკის მიმართ და ბუნებრივია, მას ჰქონდა ინტერესი, რომ ტელეკომპანიებს მხოლოდ დადებითი ელაპარაკა მასზე. მაშინ პირველი არხი, „იმედი“ და „რუსთავი 2“ იყო მნიშვნელოვანი. თავიდან ბადრი პატარკაციშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ ცუდი და შემდეგ უარესი. ეს ურთიერთობა უფრო გაფუჭდა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, უფლებამოსილებების ბალანსი შეირყა. ამის შემდეგ, პატარკაციშვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. 2007 წლის ზაფხულში, როდესაც გაირკვა, რომ ოქრუაშვილი მიდიოდა და პატარკაციშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა, ამის შემდეგ დაიწყო პატარკაციშვილთან მოლაპარაკებები „ტელეიმედის“ რკინიგზაში გაცვლაზე. მე ვიყავი ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ვესწრებოდი მოლაპარაკებებს და ვიცოდი, რომ ბადრი ამას არ გააკეთებდა. აქედანაც მკაფიოდ ჩანს სააკაშვილის სარედაქციო პოლიტიკით დაინტერესება, რკინიგზა მაშინ ნახევარი მილიარდი დოლარი ღირდა.

რაც შეეხება ნოემბერში საპროტესტო აქციებს, ვიცოდით, რომ ორი ნოემბერს იყო დაანონსებული აქცია და იქნა გადაწყვეტილება მიღებული ეს მიტინგები ჩატარდებოდა და თავისით ჩაქრებოდა. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ვესაუბრე ვანო მერაბიშვილს ტელეფონით და დამარწმუნა, რომ ის საშუალებები იყო გამოყენებული, რაც ევროპაში იყო აპრობირებული.

„ტელეიმედში“ შეჭრის შემდეგ მივედი პრეზიდენტთან, მაშინ კანცელარიაში იყო მისი ოთახი, იქ ისხდნენ ძალოვნები და საკმაოდ კმაყოფილი ჩანდნენ იმ დღის ნამოქმედარით“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ცნობისთვის, „ტელეიმედში“ შეჭრის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებული არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
4 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე
დავით ბაქრაძე - დღეს დავარეგისტრირებთ დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია
სახალხო დამცველი - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა
მოსამართლეების შერჩევის პრინციპთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს მიმართეს
მედიკო მარგოშვილი - ხალხში რომ გავდივარ მიყურებენ როგორც ტერორისტის დედას - სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა!
ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილზე - ღიად და საჯაროდ არასდროს ვუპირისპირდებოდი მათ, ვისაც ადრე ვიცავდი

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი