Loading...
Close
23 მაისი 2018 09:30
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე 'საქართველო რუსეთის წინააღმდეგ' ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
მედია
დავით დვალი - ნათელია, თუ ვინ, რატომ, სად დაგეგმა, სპეცოპერაცია სახელად 'რუსთავი 2'-ის წართმევა
გამოქვეყნების დრო – 14 თებერვალი 2018 15:27
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რომ მათ საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა მათ შეძლონ “რუსთავი 2”-ის წართმევის საქმეზე, ქართულ სასამართლოებში დავის დაწყება.

ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გამოძიებისას მოპოვებული მასალები საკმარისია იმისთვის, რომ ვინმეს ბრალი წაუყენონ.

"ჩვენ მოგვენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამის შემდეგ არანაირი აქტივობა გამოძიების მასალებში არ ჩანს. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას წერილობით, მათ შორის მთავარ პროკურორს, თუ რატომ აღარ ხორციელდება არავითარი აქტიურობა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენთვის ეს პასიურობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან გაისად, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ პრიკურატურა არ წარუდგენს ბრალს ვინმეს, ვისთან მიმართებაშიც გამოიკვეთა, რომ ის არის დანაშაულის ჩამდენი, ჩვენს საქმეს გასდის ხანდაზმულობის ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ ყოველგვარ სამართლებრივ ბერკეტს შემდგომის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებისთვის შიდა ინსტანციებში. გამოძიებისას შეგროვებული მასალებით პრაქტიკულად ნათლად ჩანს, თუ ვინ, რატომ, როდის, სად დაგეგმა, როგორ დაიგეგმა საერთოდ ეს სპეცოპერაცია სახელად "რუსთავი 2"-ის წართმევა“ და ა.შ. ეს მასალები, ჩემი აზრით, სრულად საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ ვინმე ბრალი წაუყენოს.

ჩვენ პრეტენზია არავისთან არ გვაქვს. შეტანილი გვაქვს პროკურატურაში მოთხოვნა, რომ გამოიძიეთ რა მოხდა?! იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული. დანარჩენი არის პროკურატურის საქმე. სამი წლის წინ გვითხრეს, რომ ვართ დაზარალებულები, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ დაგვაზარალა. ანუ თუ გამოიკვეთა რომ ჩვენს მიმართ ჩადენილია დანაშაული პროკურატურამ ისიც უნდა თქვას თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული", - განაცხადა დავით დვალმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-ის დამფუძნებლები მთავარ პროკურატურას მიმართავენ
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge