Loading...
Close
20 ივლისი 2018 22:30
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რელიგია
ილია მეორე - ცოდვა - ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე და რომელიც ღუპავს ადამიანს
18 თებერვალი 2018 19:18
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღავლინა.

"წმინდა მამა ამბობს: უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. როგორ უნდა განიცადოს ადამიანმა ცოდვა? - უპირველეს ყოვლისა, უნდა განიცადოს გულით და გონებით. არ შეიძლება ჩვენ ვცნობდეთ ცოდვას მხოლოდ გონებით. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანმა უნდა განიცადოს ცოდვა დიდი გონებით და დიდი გონება არის გული. შენდობა რომ არ ყოფილიყო, პატიება რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა დედამიწაზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაწესდა შენდობის წესი. ამას დასაწყისი დაედო ეგვიპტოს უდაბნოში. დიდი მარხვის წინ ბერმონაზვნობა იკრიბებოდა მონასტერში და ერთმანეთს სთხოვდნენ პატიებას. შემდეგ წავიდოდნენ უდაბნოში და მთელი მარხვის დროს ლოცულობდნენ განდეგილად. არავინ ხედავდა, რა უჭირდა და რა ულხინდა მათ. შემდეგ იკრიბებოდნენ და ერთად ხვდებოდნენ აღდგომის დღესასწაულს. ცოდვა ეს დიდი ვნებაა. ადამიანი ხშირად ვერ გრძნობს, როგორ შემოიპარება ცოდვა ადამიანის გონებაში. მთელი პროცესია, უპირველეს ყოვლისა, თვალით ხედავ ამა თუ იმ ვნებას, თვალიდან - გულში. გულში თუ შევიდა ვნება, მერე მოედება მთელ სხეულს და უკვე ძნელია მისი განშორება. ამიტომ ყოველ ადამიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი, მლოცველი და არა მარტო ბერ მონაზვნობას, სასულიერო პირებს, არამედ ერის ადამიანებს. მონასტრებში და ტაძრებში სამღვდელოება უნდა ლოცულობდეს ყოველი ადამიანისთვის. დიდი სულიერი შრომაა, ეს არ არის ბრძოლა ვნებებთან, ხორცთან და სისხლთან, არამედ ეს არის ბრძოლა ეშმაკთან. ეშმაკი ბრძენია და ამ სიბრძნით აღწერს თავის ბოროტ ვნებებს და აზრებს. ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას და ადამიანი პასუხობს ბოროტებით. რა უნდა უყო ასეთ ადამიანს?! ხედავ, რომ ცუდს გიკეთებს, შენ უნდა დალოცო. გლანძღავს - შენ უნდა დალოცო და ეს ყველაფერი, შენი დალოცვლილი შენ გიბრუნდება. აი, ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოიჩინოთ, რომ სიკეთე და სიწმინდე შენ დაგიბრუნდეს.

მე მახსენდება, ძველი დედები როგორ მოღვაწეობდნენ, მაგალითად, დედა სიდონია. სპეციალური პატარა კელია იყო, ფიცრებიდან გაკეთებული ტახტი და დღე და ღამე იქ მოღვაწეობდა, წამოწვებოდა და თავქვეშ ბალიშის მაგივრად ქვა ჰქონდა დადებული. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე როცა იყო წინამძღვარი სვეტიცხოვლის ტაძრისა, ამბობდა, ლოცვის დროს ვიღაცას შემოჰქონდაო მაწონი და არ ვიცოდით, ვის მოჰქონდაო.... კმევის დროს გამოვედი გარეთ და ვხედავ, ერთ-ერთი მონაზონი დგამს ამ მაწონს ფანჯარაში, იმ დროს, როცა თვითონაც არაფერი ჰქონდაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, ღმერთმა მიგცეთ განცდა თვისთა ცოდვათა და სიბრძნე",- განაცხადა პატრიარქმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი